17 აგვისტოს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სევილიამ" "მანჩესტერს" 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.
"სევილია" მეექვსედ გავიდა ფინალში - წინა 5 ფინალი მოგებული აქვს.
ფინალში ანდალუსიური გუნდი "ინტერისა" და "შახტარის" წყვილში მოგებულს შეხვდება.
- ხულენ ლოპეტეგის გუნდი 20 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც ამ გუნდის რეკორდია
- "მანჩესტერის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც რეკორდია. ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 12 გოლი და 8 საგოლე პასია.
- "მანჩესტერს" ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 თერთმეტმეტრიანი დაუდეს - ბოლო 4 სეზონში ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში ყველაზე მეტი.
- "მანჩესტერს" 2017 წლის შემდეგ არც ერთი ტურნირი არ მოუგია.
- "იუნაიტედმა" ამ სეზონში სამივე ნახევარფინალი წააგო, ევროტურნირებიდან კი ზედიზედ მესამედ ესპანურმა კლუბმა გამოაგდო.
კიოლნი. "რეინენერჯიშტადიონი"
სევილია - მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (9, პენ), 1:1 სუსო (26), 2:1 დე იონგი (78)