ხოჭოლავა: გიჟი თავდამსხმელები ჰყავთ - "გადაგვყლაპეს"

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" 0:5 განადგურების შემდეგ კომენტარი "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"კარგი გზა გავიარეთ, მაგრამ ამ წაგების გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ვერ ვიტყვი, რომ ანგარიში თამაშის შესაბამისია, მაგრამ მათ ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს. უფრო "შახტარმა" ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში, ვიდრე ის, რომ "გადაგყლაპეს". შეტევაშიც უკეთ შეგვეძლო მოქმედება და დაცვაშიც.

მეორე ტაიმმა ფსიქოლოგიურად გაგვანადგურა. წინ გავიქეცით და გავიხსენით. მათ გიჟი თავდამსხმელები ჰყავთ. ძნელია მათთან ერთი-ერთზე თამაში. ამიტომაც კიდევ გავუშვით გოლები.

პირველ გოლამდე კარგად ვმოქმედებდით. უფრო ფლანგებიდან ვთამაშობდით, განაპირა მცველები
კარგად იდგნენ, შეტევებს იწყებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ. პირველმა გოლმა თამაში გატეხა.

ეს კარგი ევროსეზონი იყო. ეს მატჩი უნდა გადავხარშოთ, პლუსები უნდა ვეძიოთ. უკრაინისთვის ქულები მოვიპოვეთ", - განაცხადა ხოჭოლავამ "ТК Футбол"-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი არ გადაგლაპეს დაგაყლ-ვეს მთელი გუნდით!
მწრთვნელი
18 აგვისტო 2020 21:33
2
მოიცა, უდრებს ხო არ ურტყამდნენ?! :O
ვვვ
18 აგვისტო 2020 19:56
3
გადაყლაპეს, მაგრამ ყელში კალსკოვსკის ფეხი გაეჩხირათ, ამ დროს სუდიამ ნიჩურტაო დაიყვირა და არ ჩაეთვალათ. რა არის აქ გაუგებარი?
ინტერმა აჯობა, თუმცა ბურთის ფლობით შახტარი ჯობდა. პროცენტულად 55-45 თან.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 აგვისტო 2020 13:34
9
ვინ ვის ყლაპავდა არ ვიცი, მაგრამ შენ რომ მეხუთე გოლისას ლუკაკუმ ადგილიდან სიჩქარის აკრეფით ქორივით ჩაგიქროლა და შენ კი ხელების პარტყუნით ცდილობდი მის შეჩერებას ეგ ყველამ დავინახეთ. ამხელა მასა რომ სირბილში გაგასწრებს ძალიან სირცხვილია ბიძიკო.
ირაკლი
18 აგვისტო 2020 12:08
7
ლუკაკუ რომ სირბილში გაგასწრებს ნამდვილად არ არის სირცხვილი.მე უფრო მეტი სირცხვილი მგონია,როდესაც ქართველი ფეხბურთელი ევროპის ლიგის ნახევარფინალს თამაშობს და ქების ნაცვლად,მიუხედავად იმისა რომ დიდი ანგარიშით წააგეს, იმაზე დასცინით,რომ ლუკაკუმ აჯობა. ლუკაკუზე მაგარი თავდამსხმელი,1-2ს გამოკლებით ევროპაში არ არის დღეისათვის.მითუმეტეს მისი ფიზიკურობით. დიდი წონა არ ნიშნავს მხოლოდ ცხიმს, გამომშრალი კუნთების მანქანაა ტიპი და დიდი კუნთი მოკლე მანძილზე რათქმაუნდა ძალიან სწრაფად კრეფს სიჩქარეს
1
18 აგვისტო 2020 13:39
14
სათაურში გიწერიათ გადაგვყლაპესო, სტატიაში წერია არ გადაუყლაპივართო, გაგვარკვიეთ ბოლობოლო :-)))
:-)
18 აგვისტო 2020 06:07
0
ყელში რომ არ გაჩხერიათ, ეს ხომ ცხადია? (ე.ი. გადაუყლაპიათ)
"ობიექტური შემფასებელი"
18 აგვისტო 2020 13:16
0
Რა არის გაუგებარი? არ გაგიგონია: "... ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი... "
N
18 აგვისტო 2020 11:08
1

სიახლეები პოპულარული