"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
რა ამბავია 5-1 შენ მოგტეხოდა ფეხი და გადატეხილიყავი წელში, შე აბდალა შენა... ტრენერზე ვამბობ, თვარა ფეზბურთელი მაქანე არცერთი არაა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 აგვისტო 2020 01:33
0
აუუფ,ეს აპოლონი კიარა და ბარსელონას უფრო გავდა,რა ტექნიკა რა დრიბლინგი ?! ,ჩენები გასაგებია მეორე გოლის მერე იფიქრეს აზრი არააქვს თამაშს და რა 2:0 წაგვიგია რა 5:0 რაზე ვიწვალოთო ? გულშემატკივარს რომ გაუტყდება, ეგ მაგათ სულ ბაირამ დუდუკზე კიდია
devkalion
28 აგვისტო 2020 00:49
0
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
შოკირებული გულშემატკივარი
28 აგვისტო 2020 00:47
1
სურათზე შეხედეთ, რა საცოდავად იყურებიან გვერდითი მსაჯისკენ...ამ სამიდან ორი ნაკრებშია გამოძახებული...დაღმასვლას საზღვარი არა აქვს? ყოველ ზაფხულს ევროტურნირებმა უნდა ჩაგვახედოს სარკეში,ისე ვერ ხვდებით, რას წარმოადგენთ?ან არ დაიბრალოთ ფეხბურთელობა, ან იმუშავეთ თქვენს თავზე...
merabi-1960
28 აგვისტო 2020 00:26
0
კობიაშვილო გერმანიაში მაინც ხარ ნაცხოვრები, გვიპასუხე სად ნახე მანდ კაცი ცხრა საქმეს ერთად ეკიდებოდა? რა ჯანდა გჭირთ? ვინ დაგწყევლათ ასეთმა? ან მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას, უაზრო ამბიციებით ნაცარქექიობის გარდა რას აკეტებთ? სადაა ხალხის ფულის 300 მილიონის შედეგი? ატკატები იყო ყველა?
ფიფია
28 აგვისტო 2020 00:25
5
მგონისაერთოდ ვერ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ იმ ხალხის მიმაეთ ვინც ხელფას უხდია და ერთხელაც იქნება ხალხს ყელაში ამოუვა ამათი წაგებული სახეების ყურება, ადმინ დადე კომანტარი ნუ ბლოკავ
კობა
27 აგვისტო 2020 23:36
0
წვერის საპარსი არ აქვთ ამ გოიმებს თუ ვინმეს აშინებენ წვერებით? რას გვანან ეს საწყლები ან ამ მეკარეს თმები რა სტილზე აქვს ბოლოში აპრეხილი ქალივით
zura
27 აგვისტო 2020 23:30
9
ერთი კვარაცხელიას ყურება ჯობია 100 კაციანი ქართული ევრო კლუბების ცქერას.ფსკერი...
ბაჩი
27 აგვისტო 2020 23:27
0
მართალი ხართ ,დავითაშვილიც მაგარია ძალიან ,ბოლო დროს მარტო მაგათ ვუყურებ ,უყვართ მაგათ თავიანთი საქმე და ნიჭიერებიც არიან , ღმერთმა გაუმარჯოს.
დევკალიონი
28 აგვისტო 2020 00:53
0
მწვრთნელის ძალიან დაბალი კომპეტენცია.დაცვა საერთოდ საშინელება,თორემ რომ წავაგებდით ზუსტად ვიცოდით.
Master
27 აგვისტო 2020 23:21
0
პატარა ჩაიკუკეს ბიჭებმა.ხეჩიკაშვილმა შალოს ეხლა ხელები.
გელა ნუგზარაშვილი
27 აგვისტო 2020 23:12
1

სიახლეები პოპულარული