"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
საქამდის?
....
27 აგვისტო 2020 22:28
0
აბსურდი.......
ტარიელი
27 აგვისტო 2020 22:23
0
ჩიხურას ცოდვამ უწიათ
ჩიხურა
27 აგვისტო 2020 22:09
0
რა ამბავია 5-1 შენ მოგტეხოდა ფეხი და გადატეხილიყავი წელში, შე აბდალა შენა... ტრენერზე ვამბობ, თვარა ფეზბურთელი მაქანე არცერთი არაა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 აგვისტო 2020 01:33
0
ბავშვთა ფეხბურთიდანვე იწყება კორუფცია და იმის ბრალია ყველაფერი. თავიდანვე კლავენ ყოველგვარ მოტივაციას იმისთვის, რომ ნორმალური თაობა წამოვიდეს.
1) ძალით "ქაჩავენ" ძმაკაცების, ახლობლების შვილებს და ჯანსაღ კონკურენციას თავიდანვე სპობენ.
2) ბავშვებს იმხელა გადასახადებს უწესებენ, მშობელი ვეღარ ქაჩავს გადახდას.
3) ფედერაციის ეგიდით მოწყობილ ტურნირებზეც კი "მსაჯის" ფული არის გადასახდელი ბავშვებისათვის. რა ჯანდაბაა?
4) მწვრთნელების კვალიფიკაციაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
5) დიდი ალბათობით სახელმწიფო დაფინანსება მიდის ერთეულების შემოსავალში
ამ ყველაფრის შედეგია სწორედ, რომ უკან მივდივართ უკიდეგანოდ
ნოდარი
28 აგვისტო 2020 15:30
0
როდესაც საქართველოს სახელით წარსდგები საერთაშორისო ასპარეზზე, ასე გაფარჩაკება შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა,,, სირცხვილია!...მოიფიქრეთ რამე!
SIRCXVILIA !
28 აგვისტო 2020 15:20
0
რატომ ათამაშებენ საერთოდ,არ დაუშვან !!!
დიდუბე
28 აგვისტო 2020 08:00
1
კიბიაშვილის დროს ქართული ჩემპიონატის დონე სტაბილურად ეცემა. ერთად ერთი პრიზი “თანასწორების პრიზი” კაშიასთან ერთად მოგებული.
გოგი
28 აგვისტო 2020 17:41
0
აქ ბევრი წერს სად წავიდა 360 მილიონიო? სად და ფედერაციამ ისე დანაწილა თანხა 4 წელზე,რო ნახევარი ჯიბეში ჩაიდეს. საქართველოში ყველაფერში ყველა სფეროსი ფულის ჭამა მიდის და არაფელი კეთდება
გოგა
28 აგვისტო 2020 15:24
0
დაბო დაბო დიჯუნი, იაონიატის, თქვენ არ ეღირსოთ 22-ე საუკუნეს... რაფრა გადაგვიაარეს ტოო, თან ვინა, არიფებმა სიმონ, თან ვისა ტოოო? ვისა და ქუთეისელებს სიმონ, ბლატნოი ქალაქს, არიფებისგან ეს რაფრა გვეკადრებოდა სიმონ???
რას ფიქრობთ, ღირს ხალხის ჩარევა, თუ?????
უუუხ! დაბო, დაბო, დიჯუნი! იაონიატის....... არიფების დოღია რააა...
ვ ა ხ ო ბიჭიკო და კოტე
28 აგვისტო 2020 01:40
9

სიახლეები პოპულარული