"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
მადლობა !!!!!
და ბოდიში რომ თქვენი ყველაზე ნაკლებად მჯეროდა...
მიხაელ
23:01 27-08-2020
0
ყველას ლოკომოტივის ყველაზე ნაკლებად გვჯეროდა.ყოჩაღ ჭიაბერას,სრულად გამოისყიდა არარატთან თამაში და დაამტკიცა რომ საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია.
Master
23:17 27-08-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული