ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"
ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო
(ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

მკითხველის კომენტარები / 44 /
სათაამური უშანსოდ დამრცხდა მიღებელია უაზრო კომნტარი იყო უშანსოდ არა ესეთი წაგება არ ეკუთნოდა თამაშით აჯობა ბათუმა უბრალად ძალინ უაზრო გოლი გავიდა პირველ ტაიმში არკუთნოდა წაგება
giorgi
28 აგვისტო 2020 00:01
11
სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუურე მაგრამ რაც მომენტებიდან ჩანს ბათუმი სწორ გზას ადგას გააზრებული ფეხბურთის თამაშს ცდილობს რომელსაც გარკვეულ8 გამოცდილების დაგროვება ჭირდება და აუცილებლად დადებს შედეგს კარგი გუნდის კონტურები ჩანს რომელივც არავითარ შემთხვევაში არ უნდს დაიშალოს და პროექტი ბოლომდე უნდა იქნასმიყვანილი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა შეფეგი ნორმალური ლეგიონერების და ადგილობრივი ფეხბურთელების ნაზავით +გეგუჩაძის გამოცდილება (ვულოცავ ლოკომოტივს ბოლო ბოლო ფეხბურთი ითამაშეს სხვა თბილისური გუნდისგან განსხვავებით ასევე ბათუმელებმაც უბრალოდ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მეტი შრომა და შედეგი აუცილებლად მოვა)
1111
28 აგვისტო 2020 01:30
1
100 პროცენტით გეთანხმებით. კარგი გუნდი დგება ბათუმი. ერთი კარგი მეკარე და დამცველების შეთამაშება სჭირდებათ.
emigranti
28 აგვისტო 2020 03:18
2
მე თბილისის დინამო კი ვქომაგობ მაგრამ ფაქტია, სამარცხვინოდ ითამაშა დინამომაც და საბურთალო ხო საერთოდ! აი ბათუმს ნამდვილად არ გაუმართლა, საკმაოდ გამართულ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა! მთავარია გეგუჩაძე დარჩეს და გააგრძელონ არჩეული კურსი და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატება ელის ბათუმს. თავისი ახალი სტადიონით!
giorgiT
28 აგვისტო 2020 12:27
0
ძალიან შემეცოდა ბათუმი. მომეწონა. ასეთი გამათულ ფეხბურთს თუ თამაშობდა ნამდვილად არ მეგონა. არ გაუმართლა. მაგრად არ გაუმართლა. ცალსახაა: 1.წელს საქართველოს ჩემპიონი უპირობოდ გახდება. 2. თუ არ დაშლიან და არ გაყიდიან უცხოელებს და ჯიღაურს, გაისათ ნამდვილად სერიოზულად იბრძოლებენ ჯგუფში გასასვლელად და არც იქ შეირცხვენენ თავს.
გეგუჩაძეს მივმართავ. გააგრძელეთ და დაგიფასთებად. შედეგი აუცილებლად იქნება. წარმატებებს გისურვებთ.
alexandre (თბილისის დინამოს გულშემატკივარი)
28 აგვისტო 2020 00:04
11
არაფერი გვეშველება არააა ფეხბურთი ჩვენი საქმე
maxo
27 აგვისტო 2020 23:49
12
ნერვებს ან შენ რატომ იშლი ან ჩვენ რატომ გვიწეწავ? წადი რა კერლინგს უყურე და თავი დაგვანებე
Grisha
28 აგვისტო 2020 00:33
0
ვუყურე თამაშს და არ გამოვრიცხავდი იმას რომ 2 მატჩიან დუელში ბათუმის დინამოს შეეძლო ამ გუნდის გამოგდება... ყველა ქართული კლუბის თამაშს ვუყურე და მიუხედავად ანგარიშისა ყველაზე გააზრებული ფეხბურთი ბათუმის დინამომ ითამაშა.. 1-2 წელი უნდა ამ გუნდს შეთამაშებისთვის და შეიძლება მეტად სანახაობრივი ფეხბურთი და შედეგიც დადონ..
მევარმე
28 აგვისტო 2020 08:30
4
კარგი გუნდია ბათუმი და არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას
Davit
28 აგვისტო 2020 12:04
1
მომენტები რასაც ვუყურე ნამდვილად კარგი თამაში აჩვანა ბათუმმა. ესე თუ გააგრძელეს და ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა აუცილებლად ექნება შედეგი
ბექა
28 აგვისტო 2020 10:40
4
ფული ხალხნო ფულიი.ფულმა მოკლა ფეხბურთი,განსაკუთრებით ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვის.სამი ლეგიონერის მეტი როარ შეიძლებოდა გახსოვთ?ეს აბალანსებდა სწორედ მდიდარ-ღარიბს.ახლა მთავარია ფული გქონდეს და თუ გინდა ყველა ლეგიონერი გყავდეს,წარმოიდგინეთ აბა აპოლონს ან ჰაპოელს 8 კვიპრი და 8 ებრაელი ყოლოდა ძირითადში,ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა შანსი?აპოლონს ათი ლეგიონერი ყავდა ძირითადში,ასე რომ იყოს დავუშვათ ბათუმში მოგეწონებოდათ?დარწმუნებული ვარ 80 პროცენტს არ მოეწონებოდა,მერე სხვანაირი საუბარი წავიდოდა,ვის ვუყურო და ვუქომაგო ქართული გუნდი ქვია მაგასო?ჩვენი მენტალიტეტიც განსხვავდება.რეალურად არაა ამ პატარა ქვეყანაში იმდენი ქართველი ფეხბურთელი რომ თუნდაც ოთხი ნორმალური კლუბის დონე დააკმაყოფილოს.კარგ ლეგიონერს კი ბევრი ფული უნდა,რომელიც არ გვაქვს.ამასობაში ვინც ცოტა ნორმალური ჩნდება 18-19 წლის უკვე სხვაგან გარბის.ასე რომ მთლად ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და მფლობელებს ნუ დავაბრალებთ რაც ხდება.ეს ყველაფერი წყეული სიღარიბის გამო ხდება.ეჰ...
Master
28 აგვისტო 2020 00:07
2
ერთი თამაში შეიძლება ყველას ჩაუვარდეს. ალავიძე ძალიან კარგი მეკარეა და ყველაფერში მას ნუ დავდებთ ბრალს. თავდამსხმელი თუ გოლს ვერ იტანს, ისიც ხო მისი ბრალი არაა? ბათუმი კიდევ მოუმატებს. ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდებათ!!!
თორნიკე
28 აგვისტო 2020 11:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული