ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"
ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო
(ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

მკითხველის კომენტარები / 44 /
რით ვერ გაიგეთ, ყველაფერი ფულია. ფული კი ტოტალიზატორს აქვს. გადახედეთ შედეგებს,აშკარა ფავორიტები აგებენ. არ მითხრათ ეხლა ლოკომოტივს მაგარი გუნდი ყავსო. უბრალოდ დინამომ რომ წააგო ლოკომოტივით დააბრუნეს ვალი
გრიგილ1408
28 აგვისტო 2020 00:29
25
კაი ბატონო ბათუმი,დინამო თბ და საბურთალო დაბალი დონეა და ლოკომოტივი ჩვენს ჩემპიონატში არ თამაშობს,თუ ლოკომ მოახერხა და დაამარცხა მოწინააღმდეგე ანარჩენებს რა დაემართათ.ყველამ ვიცით რო ამ ოთხეულიდან ყველაზე ცუდად ერ.ლიგაში ლოკომოტივი თამაშობდა..მაგრამ მოახერხა და დაამარცხა კრაიოვო..დანარჩენი სამი გუნდის მარცხი მწვრთნელების კვალიფიკაციის ბრალი უფროა!ლოკო სწორი ტაქტიკოთ მოქმედებდა რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე..ჭიაბრიშვილმა აჯობა ყველას...
gogia
28 აგვისტო 2020 10:17
1
გეთანხმები. მარტო შეტევა სისულელეა. ჩვენნაირმა სუსტმა გუნდმა ჯერ კარის დაცვაზე უნდა იზრუნოს. მაგალითად საბურთალოს და ბათუმს პირველი ტაიმი რომ გაეძლოთ, მეორეში სხვაგვარი თამაში წავიდოდა. ორივემ პირველ 15-20 წუთში წააგო.
ჰაჰა
28 აგვისტო 2020 15:36
1
ბათუმი სწორ გზას ადგას, გუნდი შედარებით გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მთავარია შეთამაშება და სისწრაფის მომატება. თუმცა სად უნდა მოუმატონ, ჩემპიონატს დაძაბულობა აკლია, კონკურენტული გარემო არ არის
თენგაბი
28 აგვისტო 2020 08:48
2
ჩვენი კლუბების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ევროსარბიელზე არის ის, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის ძალიან დაბალი დონის.!!!
44 მეოთხე ადგილზე ვართ ევროპის რეიტინგში :მალტა, ლუქსემბურგი და ლისხტენშტეინიც კი გვისწრებს და ეს მოქმედებს ზუსტად ევროტურნირებზეც. სარეიტინგო ქულები იწერება მოგებული თამაშების შედეგად და ვისაც ბევრი მოგებები აქვს ევროთასებზე იმ ქვეყნების კლუბები იწყებენ მე 2-3 ეტაპიდან თამაშს არიან განთესილები და ხვდებათ შედარებით სუსტი მეტოქები.
ჩვენი კლუბები უკვე განთესილი გუნდების სიიდანაც ამოვარდნენ და ნელ ნელა ვუახლოვდებით ჯუჯასახელმწიფო გუნდების (აუთ საიდერი) გუნდების დონეს. ფაქტიურად დღეს ქართული გუნდები ყველა ევროპული კლუბისთვის არიან სასურველი მეტოქეები.
სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ აიწევს და აქ არ დაიწყება სისტემური ცვლილებები არ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები მანამდე სულ ასე ვიწვალებთ და ასეთი სურათი იქნება.
ზაზა
28 აგვისტო 2020 01:36
2
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
შოკირებული გულშემატკივარი
28 აგვისტო 2020 12:42
0
გასაგებია რო რეკოშეტი იყო,მაგრამ მეკარე მაინც ძაან გარბოდა თავგუდმოგლეჯილი სადღაც.
ისე რამდენი და კარგი ფეხბურთელი დაიმატა ბათუმმა და ამ ცანცარა ალავიძეს როგორ ვერ შეელია,ერთი ნორმალურე მეკარე რო მოიყვანონ არ აჯობებს?
ლ.გიო
28 აგვისტო 2020 19:58
0
Ushansod ar damarcxebulA!!!!! Tamashs ar uyuret?
Aravin
28 აგვისტო 2020 08:49
2
ალავიძე როგორც ვეფხვი ისე ხტუნავდა, მარა ისინი როგორც ქურციკები ისე დარბოდნენ, აი სად გვაჯობეს...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
28 აგვისტო 2020 01:05
9
რაის ვეფხვი, სამივე გოლი მაგის კისერზეა
Superman
28 აგვისტო 2020 02:27
0
არაადეკვატური სათაურია
Irakli Apkhaidze
28 აგვისტო 2020 18:47
1
დინამოს ურიგოდ არ უთამაშია,წარმოიდგინეთ ბავარიას კარში,რომ არ მდგარიყო ნოიერი არ აეღო მკვდარი ბურთები,მეკარემ გუნდი ხომ უნდა გადაარჩინოს,დინამოს შემთხვევაში გადარჩენა კი არა გაუშვა ბურთები,რომელიც საშუალო დონის მეკარემ უნდა აიღოს,თუგინდ რეკოშეტი იყოს,არაუშავს დღეის მონაცემებით ბათუმის დინამო ჩვენს სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე უკეთ გამოიყურება ფიზ.მომზადებითაც კი.
გოჩა
28 აგვისტო 2020 14:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული