ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვის "უნივერსიტატეას" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
"ჩვენ სასარგებლოდ ბევრი რამ მოხდა. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ყველასთან შეიძლება ბრძოლა. ეს ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ. რეალობაა, რომ კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი. არაა საჭირო არასწორი მოლოდინის გაჩენა. წაგების შემდეგ გვაკრიტიკებენ, რადგან არასწორი მოლოდინი არსებობს. ვერ გეტყვით, რისი მოლოდინი მაქვს მომდევნო ეტაპზე. ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვერ დაგპირდებით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ჩვენს გუნდებს მეორე ნომრად თამაში უჭირთ. თავიდან მეტოქე უპირატესობას ფლობდა და გაგვიმ
დღეს პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან სათამაშო დისციპლინა კარგი იყო. სტაბილურად ასე უნდა ვითამაშოთ და კმაყოფილი ვიქნები.
ნიკა სანდოხაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ექიმი გამოკვლევაზე გაჰყვა და გვითხრა, რომ კარგადაა. კარგად ითამაშა და შემართება თანგუნდელებს გადასდო".
საბურთალო ხასიათის გუნდია საქართველოშიც და კარგია რომ 10 ბურთი არ გაუშვა. ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ. ერთადერთი გულიაშვილს მივაქცევდი ყურადღებას, ახლა უნდა მაგას კარგი მწვრთნელი და კარგი "პატრონი".
რაც შეეხება ბათუმს. ვერანაირად ვერ ვიტყვი არ უთამაშიათო. ჯერ კიდე გაძლიერება და გამოცდილება უნდა. ეპიზოდური კარგი თამაშით ევროპაზე რაიმეს მიღწევა ძნელია.
იმასაც უნდა დანახვა, რომ მეტოქეს კომბინაციური ბურთი არ გაუტანია. პორტუგალიელის კარგად დაყენებული დარტყმა, საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი (ამან ბათუმი აშკარად გააჩანაგა). სხვა რამდენი მომენტი გახსენდებათ?
გულნატკენი ლაპარაკობ, არც არავინაა აღფრთოვანებული. მაგრამ დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე ჯერ-ჯერობით ესაა, ბათუმი თუ განვითარებას გააგრძელებს გაისად ეგებ უკეთესადაც გამოვიდეს.
ხომ იცი იმედი ბოლოს კვდება.
ანუ იდეა მომწონს. ადრე როცა ქართული კლუბები ყუმარობდნენ აგებდნენ( თბილისის დინამოს გამოკლებით რომელიც ჯგუფურში მოხვდა).
მან მისცეს მოტივაცია ფეხბურთელებს რაც გამოჩნდა დღევანდელ მატჩში გუნდმა იბრძოლა, ჩადო ყველაფერი, ითამაშა სწორად დისციპლინირებულად და გაიმარჯვაა მასზე ბევრად ძლიერ მეტოქესთან.
რომც წააეგოო მაინც ტაში ეკუთვნოდა დღევანდელი თამაშისთვის ლოკოს.
რაც შეეხება სხვა გუნდებს მართაც, რომ უშანსოთ და ვიტყოდი ცოტა სამარცხვინოთაც წააგეს თავიანთი თამაშები სხვა კლუბებმა.
საბურთალოსგან და ბათუმისგან უფრო მეტს ველოდი შეიძლება წააგო თამაში, მაგრამ წააგო ღირსეულად ბრძოლაში.
ასეთი უსახური ფეხბურთის შემდეგ (განსაკუთრებით საბურთალოს მხრიდან)ძნელია მომავალში წარმატებაზე იფიქრო.
საბურთალო ეტყობოდა,რომ გუნდი უკვე წაგებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ.
რაც შეეხება ბათუმის დინამო პირველ ტაიმში უბრალოდ ბურთს ფლობდა გუნდი, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო მითუმეტეს, რომ მისი მეტოქე არ იყო ის გუნდი თავისი კალიბრით, რომელთანაც 3-0 უშანსოდ უნდა წაეგო ბათუმს.
ჩემი აზრით საბურთალოს და ბათუმის დინამოს უფრო მეტი შეეძლოთ და მათგან ასეთ უსახურ თამაშს ნამდვილად არ ველოდი ასეთ თამაშებში გუნდებს მეტი მოეთხოვებათ.