ჭიაბრიშვილი: ჩვენზე ძლიერი გუნდი დავამარცხეთ - ახლა კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვის "უნივერსიტატეას" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ჩვენ სასარგებლოდ ბევრი რამ მოხდა. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ყველასთან შეიძლება ბრძოლა. ეს ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ. რეალობაა, რომ კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი. არაა საჭირო არასწორი მოლოდინის გაჩენა. წაგების შემდეგ გვაკრიტიკებენ, რადგან არასწორი მოლოდინი არსებობს. ვერ გეტყვით, რისი მოლოდინი მაქვს მომდევნო ეტაპზე. ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვერ დაგპირდებით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ჩვენს გუნდებს მეორე ნომრად თამაში უჭირთ. თავიდან მეტოქე უპირატესობას ფლობდა და გაგვიმ
ართლა, რომ გოლი არ გავუშვით. შემდეგ უკვე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ.

დღეს პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან სათამაშო დისციპლინა კარგი იყო. სტაბილურად ასე უნდა ვითამაშოთ და კმაყოფილი ვიქნები.

ნიკა სანდოხაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ექიმი გამოკვლევაზე გაჰყვა და გვითხრა, რომ კარგადაა. კარგად ითამაშა და შემართება თანგუნდელებს გადასდო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა გახარებისთვის! ქართული ფეხბურთის გადასარჩენად იქნებ მწვრთნელები დაეხმაროთ ერთმანეთს? ჩვენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები მანამდე კი აეკრძალოთ უმაღლესი ლიგის გუნდთან მუშაობა
შოკირებული გულშემატკივარი
28 აგვისტო 2020 17:03
2
ნამდვილად მწვრთნელმა მოიგო ეს თამაში,რა თქმა უნდა ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია,თუმცა ჭიაბრიშვილმა დაამტკიცა რომ მაღალი დონის მწვრთნელია.სამ ფეხბურთელს დაეჭიმა კუნთი ბოლოს,ვერ გაუქაჩეს ევროპულ ტემპს,ანუ მწვრთნელმა მაქსიმუმი გამოწურა თავისი ფეხბურთელებიდან,ამას მოხერხება უნდა.
Master
28 აგვისტო 2020 15:35
0
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი რეგრეს განიცდის, მოგება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რა დონის გუნდები გვყავს კი ვხედავთ.
x.x
28 აგვისტო 2020 12:06
0
ნამდვილად არ ველოდი ლოკომოტივისგან ასეთ თამაშს, გაზრებულ ფეხბურთს თამასობდნენ და ეტყობოდათ ტაქტიკურად კარგად განსწავლილები იყვნენ,მწვრთნელის დავალება ყველა რგოლმა 100% შეასრულა. აი ბათუმს და საბურთალოს წუხელ ფეხბურთი არ უთამაშიათ, ეპიზოდურადაც კი ვერ ახერხებდნენ ფეხბურთის თამაშს
გოგა
28 აგვისტო 2020 10:49
0
დავეთანხმები მეგობარს და ვიტყვი ბათუმს ცოტათი არ გაუმართლა და ანგარიში არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. ორი თამაში რომ ყოფილიყო სულ სხვა შედეგი შეიძლება დამდგარიყო. მომენტები ორივე ტაიმის დასაწყისში ქონდა ბათუმს. თვითონ ვერ შეაგდეს და მეორე გოლი როგორიც გავიდა ყველამ ვნახეთ.
გოგას
28 აგვისტო 2020 19:15
0
გუშინ თუ ნამდვილად უყურე ორივე თამაშს, მაშინ ჯობდა გეთქვა, რომ
საბურთალო ხასიათის გუნდია საქართველოშიც და კარგია რომ 10 ბურთი არ გაუშვა. ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ. ერთადერთი გულიაშვილს მივაქცევდი ყურადღებას, ახლა უნდა მაგას კარგი მწვრთნელი და კარგი "პატრონი".
რაც შეეხება ბათუმს. ვერანაირად ვერ ვიტყვი არ უთამაშიათო. ჯერ კიდე გაძლიერება და გამოცდილება უნდა. ეპიზოდური კარგი თამაშით ევროპაზე რაიმეს მიღწევა ძნელია.
იმასაც უნდა დანახვა, რომ მეტოქეს კომბინაციური ბურთი არ გაუტანია. პორტუგალიელის კარგად დაყენებული დარტყმა, საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი (ამან ბათუმი აშკარად გააჩანაგა). სხვა რამდენი მომენტი გახსენდებათ?
გულნატკენი ლაპარაკობ, არც არავინაა აღფრთოვანებული. მაგრამ დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე ჯერ-ჯერობით ესაა, ბათუმი თუ განვითარებას გააგრძელებს გაისად ეგებ უკეთესადაც გამოვიდეს.
ხომ იცი იმედი ბოლოს კვდება.
ვერ დაგეთანხმები
28 აგვისტო 2020 11:12
0
მოგება კარგია და მუდამ გვახარებს. მაგრამ მგონია რომ ცოტა წაიყუმარეს გუნდებმა. უმეტესი ევროპული ბუკმეკერები ფსონს არ იღებდნენ ამ თამაშზე.
ანუ იდეა მომწონს. ადრე როცა ქართული კლუბები ყუმარობდნენ აგებდნენ( თბილისის დინამოს გამოკლებით რომელიც ჯგუფურში მოხვდა).
ვანჩოპე
28 აგვისტო 2020 09:13
17
სრულად ვეთანხმები მწვრთნელს,ტაქტიკა სწორი,სათამაშო დისციპლინა კარგი,რომ არ.ვთქვა არ შეიძლება,ფიზ მომზადება სუსტი,კარგი იყო ყჩაღ ლოკომოტივი,ხომ შეიძლება მწვრთნელი შევაქოთ,ჭიაბრიშვილს 10იანი.
გოჩა
28 აგვისტო 2020 08:29
0
სათამაშო დისციპლინა ქონდა ლოკოს კარგი,რის ხარჯზეც მოიგეს.ღოჩაღ ჭიაბერაშვილი,ეს მოგება მისი დამსახურებაა ფეხბურთელებთან ერთად.
კახა ქ.
28 აგვისტო 2020 03:40
0
მწვრთნელის ერთ ერთი უმთავრესი მოვალეობა გუნდი ფსიქოლოგიურად მოამზადოს მოედანზე საბრძოლველათ.
მან მისცეს მოტივაცია ფეხბურთელებს რაც გამოჩნდა დღევანდელ მატჩში გუნდმა იბრძოლა, ჩადო ყველაფერი, ითამაშა სწორად დისციპლინირებულად და გაიმარჯვაა მასზე ბევრად ძლიერ მეტოქესთან.
რომც წააეგოო მაინც ტაში ეკუთვნოდა დღევანდელი თამაშისთვის ლოკოს.
რაც შეეხება სხვა გუნდებს მართაც, რომ უშანსოთ და ვიტყოდი ცოტა სამარცხვინოთაც წააგეს თავიანთი თამაშები სხვა კლუბებმა.
საბურთალოსგან და ბათუმისგან უფრო მეტს ველოდი შეიძლება წააგო თამაში, მაგრამ წააგო ღირსეულად ბრძოლაში.
ასეთი უსახური ფეხბურთის შემდეგ (განსაკუთრებით საბურთალოს მხრიდან)ძნელია მომავალში წარმატებაზე იფიქრო.
საბურთალო ეტყობოდა,რომ გუნდი უკვე წაგებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ.
რაც შეეხება ბათუმის დინამო პირველ ტაიმში უბრალოდ ბურთს ფლობდა გუნდი, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო მითუმეტეს, რომ მისი მეტოქე არ იყო ის გუნდი თავისი კალიბრით, რომელთანაც 3-0 უშანსოდ უნდა წაეგო ბათუმს.
ჩემი აზრით საბურთალოს და ბათუმის დინამოს უფრო მეტი შეეძლოთ და მათგან ასეთ უსახურ თამაშს ნამდვილად არ ველოდი ასეთ თამაშებში გუნდებს მეტი მოეთხოვებათ.
გელა
28 აგვისტო 2020 01:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული