"მატჩის წინ სასაცილო სიტუაცია შეიქმნა. გახურებისას ჩემმა მეკარეებმა თქვეს, რომ კარები პატარა იყო. მეც წავედი და შევამოწმე. ისინი მეკარეები არიან და საათებს ატარებენ კარში დგომაში. ამიტომ მათ არ ეშლებათ, როდის არის კარი არასწორი ზომის. მე მეკარე არ ვარ, თუმცა ბავშვობიდან მაქვს ფეხბურთთან შეხება. ამიტომ მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ჩვენ ვთხოვეთ უეფას, შეემოწმებინა კარები და დიახ, ისინი 5 სანტიმეტრით დაბალი აღმოჩნდა. რა თქმა
მოურინიომ საკუთარ "ინსტაგრამზე" სახალისო პოსტიც გამოაქვეყნა: "მეგონა, რომ სიმაღლეში გავიზარდე, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ კარები იყო 5 სანტიმეტრით დაბალი".