ევროპა ლიგა. I ტური: ლოჩოშვილმა ცსკა-სთან იბრძოლა, ჩაკვეტაძის "გენტი" დამარცხდა, "მილანმა" კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები 6 ჯგუფში ჩატარდა.

"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია. არმიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.

ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ჩეხეთში 0:1 დამარცხდა "ლიბერეცთან".

დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი "მილანმა", რომელმაც გლაზგოში 3:1 მოუგო "სელტიკს". "როსონერი" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 21 შეხვედრაში დაუმარცხებელია. თან, ზედიზედ ბოლო 10 მატჩში 2+ გოლი გაიტანა, რაც ბოლოს 56 წლის წინ მოხდა.

G ჯგუფი

ლესტერი - ზორია
3:0

ბრაგა - აეკი 3:0

H ჯგუფი

სელტიკი - მილანი 1:3

სპარტა - ლილი 1:4

I ჯგუფი

მაკაბი - ყარაბაღი 1:0

ვილიარეალი - სივასპორი 5:3

J ჯგუფი

ლუდოგორეცი - ანტვერპენი 1:2

ტოტენჰემი - ლასკი 3:0

K ჯგუფი

დინამო (ზაგრები) - ფეიენოორდი 0:0

ვოლფსბერგერი - ცსკა (მოსკოვი) 1:1

L ჯგუფი

ჰოფენჰაიმი - ცრვენა ზვეზდა 2:0

ლიბერეცი - გენტი 1:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ლოჩოშვილი დინამოში არაფრად ვარგოდა,ავსტრიაში რაც გადავიდა,სულ ძირითადშია და საკმაოდ ნორმალურად თამაშობს ევროპა ლიგის კლუბში.რატომაა ასე გაქვთ ვინმეს პასუხი?ანუ დინამოს აქვს არასწორი მიდგომა ფეხბურთელებთან?იქ თუ თამაშობს,დინამომ რატომ ვერ გამოიყენა?ანუ მთლიანი სამწვრთნელო შტაბის პრობლემაა ეს და სისტემურად ყველა უნდა შეიცვალოს.მე თუ ვუკვირდები ამდენს,ფიფია არ უკვირდება?საერთოდ არავის აქვს ჭკუა ამ კლუბში???
Master
10:43 23-10-2020
0
რა იყო ადმინ, მილანმა კვლავ გაიმარჯვაო, მშრალად და ირონიულად რომ წერ, არ გესიამოვნა ხო?
თუ მარტო ბარსელონა გგონია ფეხბურთი და გაგება))))
ჯერ ზაფხულში ხო აგვიკელი, ბარემ მესის ტუალეტში შესვლაც აგეღწერა დეტალურად და ჩაგეთვლებოდა)))))
მილანელი
09:03 23-10-2020
8

სიახლეები პოპულარული