22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტური გაიმართა.
ნიკა კაჭარავას "ლეხი" პოზნანში 2:4 დამარცხდა "ბენფიკასთან". კაჭარავა 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:3 იყო. ორჯერ სახიფათოდ შეუტია, ერთხელ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მეორედ კი დაუბლოკეს. კომპენსირებულ დროში ლისაბონელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს ბედნარეკის კარი დ გაიმარჯვეს. ჰეთ-თრიკი მათმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ნუნიესმა შეასრულა.
ნიკა ნინუას პაოკი სალონიკში დაუზავდა კვიპროსის "ომონიას" - 1:1. ჩვენებური სათადარიგო იყო.
"ბაიერმა" "ნიცა" 6:2 დაამარცხა. ლევერკუზენულმა გუნდმა ევროტურნირებზე მეორედ გაიტანა 6 გოლი. პირველად თბილისის "დინამოს" გაუტანა 1997 წლის 13
აგვისტოს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6:1 მოუგო.
პსვ-ს გასვლაზე 2:1 სძლია "გრანადამ", რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "ლოკომოტივი" გამოაგდო. ეინდჰოვენელთაგან გიოტცემ გაიტანა. მან ახალ გუნდში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
A ჯგუფი
ცსკა (სოფია) - კლუჟი 0:2
იანგ ბოისი - რომა 1:2
B ჯგუფი
დანდელკი - მოლდე 1:2
რაპიდი - არსენალი 1:2
C ჯგუფი
ბაიერი - ნიცა 6:2
ჰაპოელი - სლავია 3:1
D ჯგუფი
ლეხი - ბენფიკა 2:4
სტანდარდი - რეინჯერსი 0:2
E ჯგუფი
პაოკი - ომონია 1:1
პსვ - გრანადა 1:2
F ჯგუფი
რიეკა - სოსიედადი 0:1
ნაპოლი - ალკმაარი 0:1