ტურის ცენტრალური დაპირისპირება გლაზგოში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "სელტიკი" "მილანს" უმასპინძლებს.
ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ, სადაც "სელტიკ პარკის" მოედანზე "მილანმა" 3:0 სძლია მეტოქეს.
7 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ისევ ხვდებიან.
"სელტიკი"
შოტლანდიური გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგეს და დამარცხდნენ უშუალო კონკურენტ "რეინჯერსთან".
გლაზგოელები შოტლანდიის ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩებიან.
"სელტიკი" დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.
დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ - აბდ ელჰამედი, ბიტონი, ედუარდი,
"მილანი"
"მილანი" შესანიშნავ ფორმაშია, სერია A-ს ლიდერობს და გუნდი ძალიან დიდი ხანია დაუმარცხებელია.
ბოლოს მათ 8 მარტს, "სან სიროზე" "ჯენოას" წინააღმდეგ წააგეს.
გასულ კვირას დერბი "დელა მადონინაზე" იმარჯვეს, ანგარიშით 2:1.
დღევანდელ მატჩს "როსონერის" რიგებიდან გაბია, მუსაჩო, რებიჩი და ჩალჰანოღლუ გამოტოვებენ.
ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც "სელტიკსმა" 1-ხელ გაიმარჯვა, "მილანმა" - 6-ჯერ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
გოლების შეფარდება 12:3-თან იტალიელების სასარგებლოდაა.
მატჩი 23:00-ზე დაიწყება.
მთავარი არბიტრი სლოვენიელი მატეი იუგი გახლავთ.