მოურინიო: მინდოდა, რომ თერთმეტივე ფეხბურთელი შემეცვალა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონური "ტოტენჰემი" ბელგიურ "ანტვერპენს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ "დეზების" პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს თერთმეტივე ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა.

"ზოგადად, მომწონს, როდესაც ფეხბურთელებს შანსს ვაძლევ. ვფიქრობ, გუნდის ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. ამის განმსაზღვრელი მოთამაშის სათამაშო ფორმა იქნება.

რაც შეეხება დღეს განვითარებულ სცენარს, ძალიან გაბრაზებული ვარ. შესაძლებლობის შემთხვევაში, მოედნიდან თერთმეტივე ფეხბურთელს გამოვიყვანდი", - განაცხადა მოურინიომ.

altმოურინიო - "ვისურვებდი, მისი რეპუტაცია მქონოდა..."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული