ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ევროპა ლიგის ფარგლებში გამართული მარცხის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"ცუდ მატჩებს ცუდი შედეგი მოაქვს. იმედია, ამ ავტობუსში ყველა ისეთივე იმედგაცრუებულია, როგორც მე. ვარჯიში ხვალ - 11 საათზე." - დაწერა ჟოზემ.
"ტოტენჰემმა" ბელგიურ "ანტვერპენთან" 0:1 წააგო და ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს ავსტრიულ ლასკ-თან იყოფს.