ევროპა ლიგის მესამე ტურში J ჯგუფში "ტოტენჰემმა" ბულგარეთში 3:1 დაამარცხა "ლუდოგორეცი".
ამ მატჩში ანგარიში თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც თავის გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 300 მატჩში 200 გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი - ბობი სმიტს (208) და ჯიმი გრივზს (266). მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კეინის ანგარიშზე 11 გოლია.
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა სონ ჰინ მინმა 61-ე წუთზე, შეცვლაზე შესვლიდან 17 წამში ჯოვანი ლო ჩელსოს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
J ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა - "ტოტენჰემს", "ანტვერპენსა" და ლასკ-ს 6-6 ქულა აქვთ.
ლუდოგორეცი - ტოტენჰემი 1:3
გოლები: 0:1 კეინი (13), 0:2 ლუკას მოურა (32), 1:2 კესერუ (52), 1:3 ლე ჩელსო (62)