bein Sports-ის ინფორმაციით, ფრანგული "ლილის" 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა იუსუფ იაზიჯიმ "მილანის" კარში სამი გოლის გატანით ევროთასების რეკორდი დაამყარა.
საქმე გასვლით შეხვედრებში შესრულებულ ჰეთ-თრიკებს ეხება - აქამდე სეზონში ორჯერ ეს არავის მოუხერხებია. თურქმა 3 გოლი ჩეხეთში, პრაღის "სპარტასაც" გაუტანა.
ამ სეზონში იაზიჯიმ სულ 7 გოლი გაიტანა. "ლილის" ფეხბურთელი კი 2019 წელს გახდა, ფრანგებმა "ტრაბზონსპორს" 17,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.