„მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზეც სძლია „გრანადას“ და ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის 1/2-ფინალში. კავანი პირველი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე 50 გოლი გაიტანა. პოგბამ ყველა ტურნირზე უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა - იქამდე ბოლოს საგოლე გადაცემა ოქტომბერში გააკეთა.
„რომამ“ სახლში სასურველ ფრეს მიაღწია „აიაქსთან“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„არსენალმა“ გასვლაზე გაანადგურა „სლავია“ და ნახევარფინალში ითამაშებს. ლონდონური კლუბი უკანასკნელ 4 წელიწადში მესამედ გავიდა ნახევარფინალში, ტურნირი კი არასოდეს მოუგია.
მანჩესტერი - გრანადა 2:0 (პირველი მატჩი 2:0)
გოლები: 1:0 კავანი (6), 2:0 ვალეხო (90+1, საკ. კარში)
რომა - აიაქსი 1:1 (2:1)
გოლები: 0:1 ბრობეი (49), 1:1 ჯეკო (72)
სლავია - არსენალი 0:4 (1:1)
გოლები: 0:1 პეპე (18), 0:2 ლაკაზეტი (21), 0:3 საკა (24), 0:4 ლაკაზეტი (77)
ვილიარეალი - დინამო (ზ) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ალკასერი (36), 2:0 მორენო (43), 2:1 ორსიჩი (74)
ნახევარფინალში „მანჩესტერი“ - „რომას“, „არსენალი“ კი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.