[PREVIEW] მეორე ინგლისური ფინალის მოლოდინში?

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, ევროპა ლიგის ორი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართება. 

ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, "ემირატების" მოედანზე გაიმართება. ერთმანეთს "არსენალი" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, თუმცა "მეთოფეები" ფინალში გასვლის კარგ შანსს კვლავ ინარჩუნებენ. 

"არსენალს" დღევანდელ შეხვედრაში დანი სებალოსი და დავიდ ლუისი გამოაკლდება. საეჭვოა ალექსანდრ ლაკაზეტის თამაშიც. 

თავის მხრივ, ესპანელებს კაპუე და ვისენტე იბორა არ ეყოლებათ. 

Sportall.Ge

მეორე შეხვედრა "ოლიმპიკოს" მოედანზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი "რომა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშმაკები" უდიდეს უპირატესობას ფლობენ და ალბათ, საეჭვოცაა ის ფაქტი,
რომ იტალიელები თამაშის შემოტრიალებას შეძლებენ. შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქე 6:2 გაანადგურა.

"რომას" კალაფიორი, ელ შაარავი, პაუ ლოპესი, პედრო, სპინაძოლა, ნიკოლოზო ძანიოლო და ამადუ დიავარა გამოაკლდება. "იუნაიტედს" ენტონი მარსიალის გარეშე მოუწევს თამაში.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altევროპა ლიგა. 1/2-ფინალი. ვიხილავთ ინგლისურ ფინალს? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვილიარეალს არ ეკითხებით?!
გულშემატკივარი
01:12 07-05-2021
0
ისევ ინგლისში წავა სამივე თასი...
ტორპედოელი
13:53 06-05-2021
2

სიახლეები პოპულარული