გუშინ, 16 სექტემბერს, ევროპა ლიგის 1-ელი ტურის შეხვედრები გაიმართა.
"ლესტერმა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლი" მიიღო, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მასპინძლები დებიუტშივე, მე-9 წუთზე აიოზე პერესის გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში 64-ე წუთზე "მელიებმა" სხვაობა ორამდე გაზარდეს.
თუმცა იტალიურმა გრანდმა 2 გოლის გატანა და ინგლისიდან ქულის წამოღება მოახერხა, ნეაპოლური კლუბის შემადგენლობიდან თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა, ნიგერიელმა ფორვარდმა "ლესტერის" კარი 69-ე და 87-ე წუთზე აიღო.
ამავე ჯგუფში "ლეგიამ" "სპარტაკი" 1:0 დაამარაცხა. C ჯგუფის მომდევნო ტურში "მელიები" პირველი გამარჯვების მოპოვებას ვარშავაში შეეცდებიან, ხოლო ნაპოლი "სპარტაკს" უმასპინძლებს.
H ჯგუფში ზაგრების "დინამომ" "ვესთ ჰემს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ინგლისელებმა ანგარიში 21-ე წუთზე მაიკლ ანტონიოს გოლის წყალობით გახსნეს, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში დეკლან რაისმა დააფიქსირა, ინგლისელმა ნახევარმცველმა გოლი 50-ე წუთზე გაიტანა.
მომდევნო შეხვედრაში "ჩაქუჩები" ვენის "რაპიდს" უმასპინძლებენ, ხოლო "დინამო" "გენკს" ესტუმრება. შეგახსენებთ, ბელგიურმა გუნდმა ავსტრიაში "რაპიდი" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ორივე შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.
"ბეტისმა" "სელტიკსს" უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში 4:3 დაამარცხა.
სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 27-ე წუთზე ალაბიან აიეტისა (მე-13 წუთი) და იოსიპ იურანოვიჩის (27-ე წუთი) გოლების წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე ესპანურმა გუნდმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა, გოლები ხუან მირანდამ და ხუანმიმ 32-ე და 34-ე წუთებზე გაიტანეს.
მეორე ტაიმში ანდალუსიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 50-ე და 53-ე წუთზე გატანილი გოლებით 4:2 დაწინარდნენ, თავი ბორხა იგლესიასმა და ხუანმიმ გამოიჩინეს. შოტლანდიური კლუბის შემადგენლობიდან ენტონი რალსტონმა 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 4:3 დააფიქსირა.
"ბეტისი" მომდევნო შეხვედრას უნგრეთში, "ფერენცვაროშთან" გამართავს, "სელტიკსი" "ლევერკუზენს" მიიღებს, რომელმაც 1-ელ ტურში ქართველების გუნდი 2:1 დაამარცხა.
ორივე შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.