"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "ნაპოლისთან" 2:3 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, "მელიებმა" ევროპის ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გადაბარგდა.
"წარმოდგენა არ მაქვს, რა ტურნირია. კონცენტრირებულნი ევროპის ლიგაზე ვიყავით, გვინდოდა პლეი-ოფში გასვლა...
კონფერენს ლიგისადმი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, არ ვიცი, როგორ უნდა ვითამაშოთ, თუმცა აუცილებლად გავერკვევი", - განაცხადა როჯერსმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით