"ბარსელონა" ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფმა გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„ბარსა“ ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე მყოფ „აინტრახტთან“ გერმანიაში წაგებას გადაურჩა (1:1). საპასუხო შეხვედრის დებიუტში სტუმრები კოსტიჩმა პენალტით დააწინაურა (ხავის გუნდის კარში ბოლო 2 შეხვედრაში 4 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელთაგან 2 ერიკ გარსიამ აიკიდა), 36-ე წუთზე ბორემ შორიდან გაუტანა ტერ შტეგენს და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბარსელონამ“ დიდი ძალებით შეუტია და ობამეიანგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი. სამაგიეროდ, სერბმა კოსტიჩმა 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა (მან საგოლე გადაცემაც
გააკეთა), 0:3 და კატალონიური კლუბი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 90+1-ე წუთზე ბუსკეტსმა ანგარიში შეამცირა, 90+11-ეზე დეპაიმ პენალტით დალაშქრა ტრაპის კარი და შეხვედრაც დასრულდა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - აინტრახტი 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 კოსტიჩი (4, პენ), 0:2 ბორე (36), 0:3 კოსტიჩი (67), 1:3 ბუსკეტსი (90+1), 2:3 დეპაი (90+11)
გაძევება: ნ'დიკა (90+10)

სხვა მატჩები

ატალანტა - ლაიპციგი 0:2 (1:1)
ლიონი - ვესტ ჰემი 0:3 (1:1)
რეინჯერსი - ბრაგა 3:1 (ძირ. დრო 2:1) (0:1)

ნახევარფინალში "აინტრახტი" "ვესტ ჰემს", ხოლო "ლაიპციგი" "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 28 აპრილს ჩატარდება, საპასუხოები - 5 მაისს, ფინალი კი - 18 მაისს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსელონა ზედმეტად გადაიხარა ტოტალიზატორისკენ. პატივცემულო ესპანელებო კეზერას დროინდელ ფინანსურ პოლიციას დააკითხინეთ მთელი გუნდი და აღიარებასაც მიიღებთ.
ALONZO
15 აპრილი 2022 22:10
3
კაი რას ვერ მიხვდით, ხავიმ თქვა რეალს თუ შეუძლია 0:3-დან 2:3-ის თამაში მეც შემიძლიაო და დაამტკიცა რო მართლა შეუძლიათ და რეალზე ნაკლები არ არიან :):):):)
ზურა
15 აპრილი 2022 16:17
2
ხავის ბარსა ცოტა გადაფასებული იყო თავიდანვე. დიახ ხავიმ დაალაგა გუნდი რაღაც დონეზე მაგრამ მართლა მაღალი დონის თამაში გუნდმა ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, რეალთან მატჩში აჩვენა. დანარჩენი გამარჯვებები განსაკუთრებით ბოლო დროს დიდად დამაჯერებელი არ იყო. შარშან ერთი ადამიანის მესის ფაქტორის წყალობით ბოლომდე ინარჩუნებდნენ ჩემპიონობის შანსს თორემ გუნდი თვითონ ვერაფერს თამაშობდა. არაა გასაკვირი რომ ხავის ძალიან დიდი ძალისხნევა დაჭირდება, თან ახალი ფეხბურთელების მოყვანაც, იმისთვის რომ გაისად ტიტულებისთვის ბრძოლა შეძლონ.
ჯონათან
15 აპრილი 2022 12:31
2
ძალიანაც კარგი, ეგ ერთი სხვა მრავალი.
xa/ xa/ xa
15 აპრილი 2022 10:01
11
ბაიერნი ლა ლიგის მე7 ადგილოსანმა გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან და ამათ სამაგიერო გადაუხადეს : )
Gio
15 აპრილი 2022 09:26
1
ხავის მკვეხარა მამალივით მოუვიდა, თავის ჭკუაში ვითომ რეალს წაკბინა, 1:0 გვაწყობსო მაგრამ უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებთო და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთო ხო და აინტრახტმა უთხრა- აგრე ვიცის ჯაყომაო
მამუკა
15 აპრილი 2022 05:36
2

სიახლეები პოპულარული