
ევროპა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "აინტრახტს" დაუზავდა - 1:1.
პირველ ტაიმში საზარდულის ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა პიკემ და შეცვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები კნაუფმა დააწინაურა, შემდეგ კი ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე მსაჯმა "აინტრახტის" მცველი ტუტა გააძევა, მაგრამ "ბარსამ" ამით ვერ ისარგებლა.
„ბარსა“ ყველა ტურნირზე ბოლო 14 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 10 მოგება და 4 ფრე.
ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“
აინტრახტი - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 კნაუფი (48), 1:1 ფერან ტორესი (66)
გაძევება: ტუტა (78, აინტრახტი)
სხვა
ლაიპციგი - ატალანტა 1:1
ვესტ ჰემი - ლიონი 1:1
ბრაგა - რეინჯერსი 1:0
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 14 აპრილს გაიმართება.