"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "სოსიედადთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სოსიედადს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

59-ე წუთზე დავიდ სილვას დარტყმული ლისანდრო მარტინესს ხელზე მოხვდა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბრაის მენდესმა "სოსიედადი" დააწინაურა.

შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა.

"მანჩესტერი" ევროპის ლიგის მეორე შეხვედრას 15 სექტემბერს "შერიფის" წინააღმდეგ გამართავს, "სოსიედადის" მეტოქე კი "ომონია" იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული