კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ნეაპოლელებმა ისტორიაში მეოთხედ გადალახეს ჯგუფური ბარიერი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ვუყურებ ნაპოლის მთელ "სასტავს": თავის "ტრენერიად" და ყველაზე ჯიგარი მაინც ოსიმენი მგონია და რა ვქნა! კაცია რა, გულიანი! მთელი თავით მაღლა დგას პლიტანო-ლორენცო--ლოზანო-რასპადორიანად, ზედ სპალეტის მიყოლებით. თამაშით კი არა მარტო, ადამიანობით. ერთადერთია მთელ გუნდში ვინც ხვიჩასი არ შურს. მე ასე მგონია რა რავი აბა?
ლევანი
12 ოქტომბერი 2022 23:00
9
ოსიმენა კაიფია :DDD
D
12 ოქტომბერი 2022 23:12
2
დი ლორენცოს ხო მაგრა ევასება ხვიჩა და რუისაც ევასება იმ ბრაზილიელმა მცველმაც 17 ნომერი როა ერთხელ თქვა მიდი ხიჩა ისიამოვნე თამაშიტო ნუ კიმიც კაი ტიპია
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:20
0
კიდევ კარგი პოლიტანო არ იყო პენალტის დროს , თორემ ისე ეძგერებოდა ბურთს ,რომ ვერავინ გამოსტაცებდა.)ყოჩაღ ოსიმენს და რა თქმა უნდა ხვიჩას. ასეთი ჟესტი რომ გააკეთა ოსიმენმა, იმიტომაც გაიტანა ბოლოს. მე ასე ვფიქრობ. ხვიჩა სუპერ!
დავით 67
13 ოქტომბერი 2022 01:43
1
მეც მასე მგონია, დაუფასა ყოვლისშემძლემ.
100%
13 ოქტომბერი 2022 10:04
0
რა თქმა უნდა ყოვლისშემძლე ამ თამაშს უყურებდა, არამგონია ხვიჩას თამაში გამაზოს
ზურა
13 ოქტომბერი 2022 11:12
1
აიაქსმა მეკარე,რომ გამოცვალოს არა? მაგრე პაპაჩემიც ჩადგება კარში და გაუშვებს 10 გოლს!კვარაცხელიამ კიდევ აიკლო ორთავე ფლანგი და დღეს რაც "მთავარია" სპალეტისთვის დაცვაში ძალიან სასარგებლო იყო!
მწრთვნელი
12 ოქტომბერი 2022 23:02
0
ე.ი რომ არ დავწერო არ შემიძლია.შვილიშვილებს ველოდებოდი სკოლიდან უნდა გამოსულიყვნენ(ნიუ-იორკში ხდება ეს ამბავი)და პენალი რომ გაიტანა,თავი ვერ შევიკავე 58-59წლის კაცმა და ყვირილი დავიწყე-კვა-რა-ხცელია,კვარაცხელია.....ქართველი მშობლები კი მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და ყველამ ერთხმად-ჩვენმა ხბიჩამ შეაგდო....აი რა ქნა ამ პატარა ბიჭმა,მსოფლიოში მიმოფანტული ქართველები გაგვაერთიანა და ბალელშიკობა დააწყებინა ფეხბურთის.დალოცვილი იყავი და ღმერთი შენსკენ,ოქრო ბიჭო!!!(58-59 რომ მიწერია წლოვანებასთან,ზეგ მაქვს დაბ.დღე და რომელი ჩამეწერა აღარ ვიცოდი,თუმცა ეს ეხლა არაა მთავარი).წარმატებები ყველას!!!
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2022 23:47
1
გილოცავ, მრავალს დაესწარი.
100%
13 ოქტომბერი 2022 09:56
0
ჩვენი გიჟუა
გოგა
12 ოქტომბერი 2022 22:49
1
ესეგი ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე ქრთველების, ნიგერიელებია და მექსიკელების ზეიმია. :)
Semi
12 ოქტომბერი 2022 23:22
1
ოსიმენი კი არა, ჩემ თვალში უკვე სუპერმენია :)
irakli81
13 ოქტომბერი 2022 00:18
1
შავ კაცს ოქროს გული ქონია. ბრავო ოსიმენს ასეთი ჯიგრობისათვის. მერე უკვე ვგულშემატკივრობდით მგონი ყველანი ოსიმენს გოლი რომ გაეტანა და აკი გაიტანა. ადრეც შევამჩნიე ხვიჩას და ოსიმენის კარგი დამოკიდებულება. ყოჩაღ ხვიჩას ეგ ორი სალიგო და სხვა მრავალი. წარმატება ჩვენ ბრილიანტას.
G.LA
12 ოქტომბერი 2022 23:41
0
ხვიჩას გოლის მერე სტადიონი დაინგრა! ცხრაჯერ, ზუსტად ცხრაჯერ დაიძახეს -
ხვიიიჩააა კვარაცხელიააააა!!!!
ირაკლი
13 ოქტომბერი 2022 00:37
0
ეს საცოდავი რუსები კი დებენ ობიექტურ კომენტარებს ხვიჩას და ნაპოლის თამაშებზე, მაგრამ მაინც შოვინისტები არიან. როგორ მოგწონთ?: "ბივშჩიი ტრენერ რპლ ლუჩანო სპალეტი ი ბივშჩიი ლუჩშიი იგროკ რპლ ხვიჩა კვარაცხელია ობიგრალი აიაკს" (14 სიტყვიან საფეხბურთო ინფორმაციაში 8 სიტყვა რუსეთს ეხება).
ამათი საშველი არ იქნება "პერესტროიკის = გადაშენების" გარდა!
პლეხანოვზე გაზრდილი
13 ოქტომბერი 2022 00:33
4
აბაა, არ იცოდი. ქინქლაძე ეტა საბჭოთა შკოლა. კვარაცხელია ეტა რუსსკაია შკოლა, სპალეტი "ტოჟე" რუსსკაია შკოლა და ასე შემდეგ. რუსული შკოლა "რაბოტაეტ". მოკლედ
pizdeec
13 ოქტომბერი 2022 02:30
1
გიორგი ვალენტინის ძე პლეხანოვი 1856, სოფ. გუდალოვკა, ახლანდელი ზელენოგორსკი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში — მარქსიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი, რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე.
aburjga
13 ოქტომბერი 2022 10:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული