"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში

AutoSharing Option
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში "რომა" გასვლაზე "ბეტისს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"ჯალოროსიმ" პირველი ტაიმი 0:1 წააგო. გუნდის ფორვარდები ანდრეა ბელოტი და ტამი აბრაჰამი ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ.

"ოლიმპიკოს" ბინადრებმა მეორე ნახევარში ბელოტის გოლით გაათანაბრეს. მატჩის შემდეგ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის ფორვარდების მისამართით შესვენებაზე გასახდელში ყვირილი დაიწყო:

"ეს იყო კატასტროფა! შესვენებამდე ბელოტიცა და აბრაჰამიც საშინლად გამოიყურებოდნენ. მათ ვერაფერი შეასრულეს, რა დავალებაც მე მივეცი.

შესვენებაზე მათ ისე ვუყვირე, რომ გასახდელიდან წითელი ყურებით გამოვიდნენ. შემდეგ
კი ყველაფერი გაუმჯობესდა", - ამბობს მოურინიო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული