"ბარსელონამ" სახლში "მანჩესტერს" ვერ სძლია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „მანჩესტერს“ შორის 2:2 დასრულდა.

თქვენს ყურადღებას ძირითად ეპიზოდებზე გავამახვილებთ: 41-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა პედრიმ ტრავმა მიიღო და სერხი რობერტომ შეცვალა. შესვენების შემდეგ ალონსომ თავურით „ბარსა“ დააწინაურა, ორიოდ წუთში კი რეშფორდი მეკარე ტერ შტეგენთან მახვილი კუთხიდან ერთი-ერთზე გავიდა და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში რეშფორდის ჩაწოდებული ბურთი კუნდემ საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები წინ გავიდნენ. 76-ე წუთზე რაფინიამ გადაცემა ლევანდოვსკის გაუკეთა და ისე, რომ ბურთს პოლონელი ვერ შეეხო, დე ხეას კარში გავიდა. ბოლოს კატალონიური გუნდი
შტურმზე გადავიდა. ბურთი საჯარიმოში ხელზე „იუნაიტედის“ ნახევარმცველ ფრედს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ერთხელ სტუმრები ძელმა იხსნა, ორჯერ - დე ხეამ და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 ალონსო (50), 1:1 რეშფორდი (52), 1:2 კუნდე (59, საკ. კარში), 2:2 რაფინია (76)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი თამაში იყო..ვეთანხმები ა1 კომენტარს რომ ლიგის თამაშებს ჯობდა..რადგან წინა სეზონი ორივე გუნდა ჩააგდო.თორემ არავუსზე ნაკლები გუნდები არ არის..მანჩესტერი კარგი გუნდი დააყენა ჰააგმა..თუმცა ჩავის არ უნდა დავუკარგოთ გარჯა..
კიეზა
17 თებერვალი 2023 07:57
0
ძალიან მაგარი თამაში იყო! ეს იყო ევროპა ლიგის მატჩი და მილანი-ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის?! ცუდი ისაა რომ ორივე მათგანმა გასული წელი ჩააგდო. ორი ძალიან მაღალი კლასის გუნდი.მაგარი თამაში იქნება მანჩესტერშიც.
55555
17 თებერვალი 2023 09:02
0
მანჩესტერი უკეთესი იყო. სულ ოდნავ , მაგრამ მაინც. ალბათ მაინც მანჩესტერი გავა
ან
17 თებერვალი 2023 01:01
5
ეჰ ლევანდოსვკი, საჭირო დროს ვერ მოხვდი ბარსაში და შესაბამისად ოქროს ბურთი შენგან ისეა შორს, როგორც ცა და დედამიწა!
ლაშა
17 თებერვალი 2023 00:05
0
ვინც აპიარებს ამ გავის და პედრის ძეგლი უნდა დაუდგან ამათ მშობლებმა. ბეტისის დონის ფეხბურთელებია ორივე სიმართლე რო ითქვას და უაზრო პიარს რო არ აყვე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 თებერვალი 2023 00:05
17
რატომღაც მგონია,რომ ბარსელონა გავა შემდეგ ეტაპზე.
Მეზღვაური
17 თებერვალი 2023 00:00
2
გაუჭირდება ინგლისში მოგება, კარგად დაალაგა ტენ ჰააგმა გუნდი
მამუკა
17 თებერვალი 2023 06:26
0
ბარსა-მანჩესტერის თამაშმა ლიგის ყველა თამაში ჯიბეში ჩაისვა!!!
barca
16 თებერვალი 2023 23:55
1
2008 ნახევარ ფინალში ბარსა დაამარცხა მანჩესტერმა და ლიგაც მოიგო.
ManU
17 თებერვალი 2023 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული