"ბარსელონასა" და "მანჩესტერის" მატჩზე ევროპის ლიგის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და უხვგოლიანი ფრე, 2:2 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს 90,255 ადამიანი დაესწრო, რაც უეფას რანგით მეორე ტურნირის ახალი რეკორდია.

აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი "უემბლიზე" 2017 წლის 23 თებერვალს გამართულ დაპირისპირებას ჰქონდა დაფიქსირებული, როდესაც 80,465 ადამიანის თვალწინ ერთმანეთს ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "ტოტენჰემი" და "გენტი" შეხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მახსოვს, დინამოს რომ უჭირდა 1983-1986 წლების პერიოდშიც კი, ჩვენს სტადიონზე ჩვეულებრივ კალენდარულ მატჩებზე საშუალო დასწრების მხრივ, მსოფლიო (ან ევროპის) ხუთეულში შევდიოდით.
მიშა
16:17 17-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული