"სუნთქვა მიჭირდა, შევშინდი" - "იუვენტუსის" მეკარე გადარჩა და კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"სპორტინგთან" ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "იუვენტუსის" მეკარე ვოიცეხ შენსნიმ გულის არეში ტკივილი იგრძნო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. ის მატია პერინმა შეცვალა. ელექტროკარდიოგრაფიამ დაადგინა, რომ შენსნის სერიოზული არაფერი სჭირს. მან კომენტარი გააკეთა.

"თავს კარგად ვგრძნობ. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ ყველა გამოკვლევა ჩამიტარეს. დავინახე, რომ პერინი კარგად ვარჯიშობდა, მე დავიღალე.

თვალზე ცრემლები მომადგა, სუნთქვა მიჭირდა, შევშინდი. ახლა გაცილებით უკეთ ვარ.

მატია შევაქე, რადგან ოქროს ბიჭია. პინსოლოსთან ერთად მეკარეთა კარგი ჯგუფი ვართ. ძალიან კმაყოფილი ვარ", - ციტირებს შენსნის Pazzi di Fanta.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული