ევროპა ლიგის ფინალში "სევილია" და "რომა" შეხვდებიან

AutoSharing Option
გაიმართა ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები და ფინალისტები გაირკვა.

"სევილიასა" და "იუვენტუსის" პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ამ გუნდების მეორე დაპირისპირებაში კი ესპანელებმა დამატებით დროში 2:1 იმარჯვეს.

"რომამ" სახლში 1:0 მოგების შემდეგ გასვლაზე "ბაიერთან" სასურველ უგოლო ფრეს მიაღწია.

ფინალი 31 მაისს ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" გაიმართება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - იუვენტუსი 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (65), 1:1 სუსო (71), 2:1 ლამელა (95)
გაძევება: აკუნია (115, სევილია)

ლევერკუზენი. "ბაიარენა"
ბაიერი - რომა 0:0

. "სევილია" ბოლო 18 წელიწადში მეშვიდედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში -
წინა ექვსი მოიგო.
. მოურინიო ევროტურნირების ფინალში მეექვსედ გავიდა - მისი გაწვრთნილი გუნდები არასოდეს არ დამარცხებულან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
"იუვენტუსის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რაც მსაჯმა ჩაიდინა პირველი ტაიმის მიწურულს ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. ვიდეორეფერის ეპოქაში ასეთი აშკარა თეთრმეტმერიანი არ დადო "სევილიის" სასარგებლოდ, ან ბრმა უნდა იყო ან "იუვეს" ფანი, ან მოსყიდული. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და იმედია რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. ყველა ასეთი მსაჯი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
ირაკლი
12:46 19-05-2023
1
ე.ი. ლიგაზე ან რომა გავა ან სევილია,ესპანეთი ან იტალია მე-5 გუნდს გაიყვანს ლიგაზე....და თუ ევროპალიგასაც და კონფერსლიგასაც იტალიური გუნდი მოიგებს 8 გუნდი გაყავს იტალიას ევროტურნირებზე....ისე 3-ე ტურნირი რო დადონ,სულაც არ მეწყინება...
დონ დიეგო
10:55 19-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული