ევროპა ლიგა მართლაც "სევილიას" ტურნირია - ანდალუსიელებმა "რომას" სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" პენალტების სერიაში "რომა" დაამარცხა.

ანდალუსიური გუნდი სარეკორდო მეშვიდედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული - ჟოზე მოურინიო პირველად დამარცხდა ევროტურნირის ფინალში.

პირველ ტაიმში მანჩინის პასით „რომა“ დიბალამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ ფლანგიდან ნავასის ჩაწოდებული ბურთი ელ-ნესირთან ბრძოლაში მანჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 75-ე წუთზე სევილიელთა შემტევი ოკამპოსი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. მსაჯმა პენალტი ჯერ დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. ამას რომაელთა საპასუხო შეტევა, გათამაშებული საჯარიმო და მეკარესთან პირისპირ გასული ბელოტის გამოუყენებელი შანსი მოჰყვა და 90+13-ე წუთზე ძირითადი
დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სევილიამ" გაიმარჯვა.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“. 61 476 მაყურებელი
სევილია - რომა 1:1 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:1)
გოლები: 0:1 დიბალა (34), 1:1 მანჩინი (55, საკ. კარში)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტიპებს გოლი არ გაუტანიათ ერთი კიდე. აედან მსაჯმა რაც უკადრებელი იყო ყველაფერი იკადრა. ვინ ამსაჯებდა ინგლისის მსაჯებს რომ არა მათი ავტორიტეტი მსოფლიოში. იმიტომაა ქვეყანა ეკონომიკურად უნდა იყოს ძლიერი და ყველაფერი მოვა. აბა ამ მსაჯს თვითონ ინგლიში აგინებენ და ფინალში რა უნდა აზრზე არ ვარ. ტიპი სპეციალურად არ აძლევდა სევილიას ყვითელს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04:16 01-06-2023
22
ტვინი მოი&@#ნა უკვე! და პენალის არ დადება ხომ საერთოდ მარაზმის კოსმოსია!!
mate
02:55 01-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული