18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი გუნდი გავიდა, რომელთა ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ - "ნაპოლი" (ხვიჩა კვარაცხელია) და "კოპენჰაგენი" (დავით ხოჭოლავა). ის კლუბები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს, განთესილთა შორის იქნებიან, ხოლო მეორეადგილოსნები - განუთესავებში.

განთესილები

არსენალი
რეალი
სოსიედადი
ატლეტიკო
დორტმუნდი
მანჩესტერ სიტი
ბარსელონა
ბაიერნი

განუთესავები

კოპენჰაგენი
პსვ
ნაპოლი
ინტერი
ლაციო
პსჟ
ლაიფციგი
პორტუ

კენჭისყრა 18 დეკემბერს ჩატარდება და განთესილი გუნდები განუთესავებს შეხვდებიან. ერთმანეთს ამ ეტაპზე არ დაუპირისპირდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ის კლუბები, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ.

აქედან გამომდინარე, "ნაპოლის" შეიძლება
მეტოქედ "არსენალი", "სოსიედადი", "ატლეტიკო", "დორტმუნდი", "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა" ან "ბაიერნი" ერგოს, "კოპენჰაგენს" კი - განთესილებიდან, "ბაიერნის" გარდა, ნებისმიერი.

მერვედფინალის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს ჩატარდება, საპასუხოები კი - 5, 6, 12 და 13 მარტს. განთესილები საპასუხო მატჩებს სტუმრად გამართავენ.

მერვედფინალების დასრულებისთანავე წილისყრა ჩატარდება - უკვე ყოველგვარი განთესვებისა და შეზღუდვების გარეშე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვისაც არ უნდა შეხვდეს - ნაპოლი განწირულია.
Rocker
15 დეკემბერი 2023 01:15
5
რეალი შეხვდეს ისევ
ნეტავ...
15 დეკემბერი 2023 01:41
5
მაგრა იცი ფეხბურთი
ჯუბო
15 დეკემბერი 2023 11:02
1
ბოლო წლებში, თუ დააკვირდებით, 99%-ით პირველადგილოსნები (განთესილები) გადიან. თუ ზამთარში ვინმე მაგარი მცველი დაიმატა ნაპოლიმ, შანსები ექნება. სხვა ვარიანტში მხოლოდ ინტერი ან პსჟ თუ გავა ამათგან.
alexandre
15 დეკემბერი 2023 10:15
1
არსენალი, სიტი, ცუდი ბორუსია, დანარჩენი ამ ეტაპზე არა
suxumchanin
15 დეკემბერი 2023 00:36
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული