
გერმანიას კონკურენციას თურქეთი უწევდა.
გამოცხადების ცერემონიალი შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩატარდა.
ტურნირი გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. ესენია: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, ლაიპციგი, ფრანკფურტი,
გერმანიას საერთაშორისო ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. მან მსოფლიოს ორ და ევროპის ერთ ჩემპიონატს უმასპინძლა.
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება