
"მიხარია, რომ ევროპირველობა გერმანიაში გაიმართება. ეს კარიერაში ჩემი უკანასკნელი ტურნირი იქნება", - თქვა მიულერმა.
"ჩემთვის ბოლოსწინა", - გაიხუმრა რობენმა, რომელმაც სანაკრებო კარიერა შარშან ნოემბერში დაასრულა.
2024 წელს რობენი 40 წლის იქნება, მიულერი კი 35-ის.
კონტინენტის პირველობის მატჩები ბერლინში, კიოლნში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, ლეიპციგში, მიუნხენსა დ შტუტგარტში ჩატარდება.
გერმანიამ 1988 წელს უმასპინძლა ევროპირველობას, ხოლო 1974 და 2006 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატს.