"ბაიერნის" ფეხბურთელებმა არიენ რობენმა და ტომას მიულერმა 2024 წელს გერმანიაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
"მიხარია, რომ ევროპირველობა გერმანიაში გაიმართება. ეს კარიერაში ჩემი უკანასკნელი ტურნირი იქნება", - თქვა მიულერმა.
"ჩემთვის ბოლოსწინა", - გაიხუმრა რობენმა, რომელმაც სანაკრებო კარიერა შარშან ნოემბერში დაასრულა.
2024 წელს რობენი 40 წლის იქნება, მიულერი კი 35-ის.
კონტინენტის პირველობის მატჩები ბერლინში, კიოლნში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, ლეიპციგში, მიუნხენსა დ შტუტგარტში ჩატარდება.
გერმანიამ 1988 წელს უმასპინძლა ევროპირველობას, ხოლო 1974 და 2006 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატს.
03:01 28-09-2018
რობენი - მიულერს: ევრო 2024 ჩემთვის ბოლოსწინა ტურნირი იქნება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული