ისევ ალბას გარეშე - ლუის ენრიკემ ესპანეთის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მომავალი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა.

გუნდში ორი ახალწვეულია. "ფურია როხას" რიგებში პირველად გამოიძახეს "ბეტისის" მეკარე პაუ ლოპესი და "ვულვზის" მცველი ჯონი კასტრო.

11 ოქტომბერს ესპანეთი უელსს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი ინგლისს ერთა ლიგის ეგიდით სევილიაში მიიღებს.

ლუის ენრიკემ ნაკრებში ისევ არ გამოიძახა "ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, რომელმაც "ტოტენჰემთან" სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მთლიანობაში კი გამოძახებულთა შორის "ბლაუგრანას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელია - სერხიო ბუსკეტსი.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დე ხეა, კეპა არიზაბალაგა, პაუ ლოპესი.

მცველები: ხოსე გაია, მარკოს ალონსო, რაულ ალბიოლი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარკ ბარტრა, ცეზარ ასპილიკუეტა, ჯონი კასტრო.

ნახევარ
მცველები:
სერხიო ბუსკეტსი, როდრი, კოკე, სოლ ნიგესი, ტიაგო ალკანტარა, დანი სებალოსი.

შემტევები: მარკო ასენსიო, ალვარო მორატა, სუსო, როდრიგო,
იაგო ასპასი და პაკო ალკასერი.

altლუის ენრიკე: როდესაც გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი

altჟორდი ალბა: არ ვიცი, რატომ არ გამომიძახა ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული