ლუის ენრიკე: როდესაც გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ხორვატიის განადგურების (6:0) შემდეგ, კომენტარი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.

"ყველაზე მეტად ჩემი ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულება მომეწონა. ანგარიში შთამბეჭდავია და ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია. მოხარული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს.

მუნდიალის ვიცე-ჩემპიონს შევხვდით, 20 წუთის შემდეგ პრობლემები შევუქმენით და ვისარგებლეთ. მოთამაშეთა მიზანსწრაფულობამ გამაოცა.

როდესაც გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ რეაქციას. ამას ძალიან ვაფასებ. ისე, უკეთესია თუ ფეხბურთელებს გაუმართავენ ოვაციებს. ყველაზე რთული სამუშაო მათ შეასრულეს.

ნაკრებში
"რეალის" ბევრი ფეხბურთელია? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. საუკეთესოებს ვარჩევ და მათ ღირსეულად უნდა წარმოაჩინონ ქვეყანა. სულ არ მაინტერესებს რომელი კლუბის წარმომადგენლები არიან".

altერთა ლიგა. II ტური: ესპანეთმა ხორვატია გააბითურა - და ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთთან დამარცხდა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული