ყაზახეთმა შოტლანდია გაანადგურა - ვითომ რატომ არ უნდა ვძლიოთ შვეიცარიას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე შოტლანდია 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და მათმა სტრატეგიამ გაამართლა.

ყაზახური პრესა ამ გამარჯვებას ფანტასტიკურს უწოდებს. 24 მარტს, მეორე ტურში ყაზახეთის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე მატჩში სძლია.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

ასტანა. " ასტანა არენა". 27 641 მაყურებელი
ყაზახეთი-შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 პეტცუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ზაინუტდინოვი (51)

მკითხველის კომენტარები / 32 /
პესიმისტებო. ეს ის ჭ კლასსის ყაზახეთია თქვენ რომ ამბობდით ასეთ გუნდებში პირველი ადგილი რა არისო. არადა 2 ტურით ადრე გავინაღდეთ პირველი ადგილი.
Geo_Dinamo
22:07 21-03-2019
1
შვეიცარიის და შოტლანდიის შედარება არაფრით არ შეიძლება, შვეიცარია უნდა შევადაროთ ამ ჯგუფში ბელგიის ნაკრებს უფრო სწორი იქნება! უნდა ვებრძოლოთ შვეიცარიას და შევეცადოთ ვითამაშოთ ჩვენი თამაში, ბრძოლა მინდა დავინახო მოედანზე, თუ გაგვიმართლებს შეიძლება შვეიცარიასთან თამაში მოგებაზეც, მაგრამ რაელურად შვეიცარია ფავორიტია ჩვენთან და ყაიმიც მისაღები შედეგი იქნება! ვაისმა მომავლზე ორიენტირებული გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს, შვეიცარია წინა შესარჩევში პირველ ადგილზე გავიდა და მგონი ბელგიაზე წინ გავიდა და ამით ყველაფერია ნათქვამი! ერთა ლიგა ძალიან საჭირო იყო ჩვენთვის ნაკრებმა მოგების გემო გაიხსენა და ლაღად ათამაშდა, აქ უკვე სხვა დონის ნაკრებებია და ესეც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის.
zaza
22:09 21-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული