EURO 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პორტუგალიამ უკრაინას ვერ მოუგო, ინგლისმა და საფრანგეთმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველი ტურის მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა.

A ჯგუფში ინგლისმა საკუთარ მოედანზე ჩეხეთი 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი სტერლინგმა შეასრულა. ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი ჰეთ-თრიკია. კეინმა კარიერაში 30-ე პენალტი გაიტანა. მან ბოლო 18 თერთმეტმეტრიანიდან 17 გაიტანა.


B ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა სახლში უკრაინას ვერ მოუგო (0:0). მასპინძელთა გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველად ითამაშა თავდამსხმელმა რონალდომ. მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ზედიზედ მე-3 ოფიციალურ მატჩში ფრეს დასჯერდნენ. სტუმრებმა კარში
პირველად მხოლოდ 85-ე წუთზე დაარტყეს და გასვლაზე მიჯრით მე-4 მატჩი ვერ მოიგეს.

H ჯგუფში საფრანგეთმა პირველივე ტაიმში გაუტანა გასვლაზე მოლდოვას 3 უპასუხო გოლი და საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვა.  მეკარე ლორისმა ნაკრებში 109-ე შეხვედრა ჩაატარა, ზიდანს გაასწრო და ამ მაჩვენებლით "სამფეროვნების" გუნდში მე-4 ადგილზეა.


A ჯგუფი
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - მონტენეგრო 1:1
გოლები: 0:1 მუგოსა (50), 1:1 ნედელევი (82, პენ)

ლონდონი. "უემბლი". 82 575 მაყურებელი
ინგლისი - ჩეხეთი 5:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (24), 2:0 კეინი (45, პენ), 3:0 სტერლინგი (62), 4:0 სტერლინგი (69), 5:0 კალასი (84, საკ. კარში)

B ჯგუფი
ლუქსემბურგი. "ჯოსი ბარტელი"
ლუქსემბურგი - ლიეტუვა 2:1
გოლები: 0:1 გენრიჰი (14), 1:1 ბარეირო (45), 2:1 როდრიგესი (55)

ლისაბონი. "და ლუში"
პორტუგალია - უკრაინა 0:0

H ჯგუფი
შკოდერი. "ლორო ბორიცი"
ალბანეთი - თურქეთი 0:2
გოლები: 0:1 ილმაზი (21), 0:2 ჩალჰანოღლუ (55)

ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - ისლანდია 0:2
გოლები: 0:1 ბიარნასონი (21), 0:2 კიარტანსონი (80)

კიშინიოვი. "ზიმბრუ". 10 000 მაყურებელი
მოლდოვა - საფრანგეთი 1:4
გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 0:2 ვარანი (27), 0:3 ჟირუ (36), 0:4 მბაპე (87), 1:4 ამბროსი (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
შენ რომელი ხარ დაწერე აბა ბევრს ხომ არ იღებ შენს თავზე
აკაკი
21:31 23-03-2019
0
შენ რომელი ხართქო ბევრს ხომ ად იღებ შენს ს თავზე?
აკაკი
21:24 23-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული