EURO 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პორტუგალიამ უკრაინას ვერ მოუგო, ინგლისმა და საფრანგეთმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველი ტურის მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა.

A ჯგუფში ინგლისმა საკუთარ მოედანზე ჩეხეთი 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი სტერლინგმა შეასრულა. ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი ჰეთ-თრიკია. კეინმა კარიერაში 30-ე პენალტი გაიტანა. მან ბოლო 18 თერთმეტმეტრიანიდან 17 გაიტანა.


B ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა სახლში უკრაინას ვერ მოუგო (0:0). მასპინძელთა გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველად ითამაშა თავდამსხმელმა რონალდომ. მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ზედიზედ მე-3 ოფიციალურ მატჩში ფრეს დასჯერდნენ. სტუმრებმა კარში
პირველად მხოლოდ 85-ე წუთზე დაარტყეს და გასვლაზე მიჯრით მე-4 მატჩი ვერ მოიგეს.

H ჯგუფში საფრანგეთმა პირველივე ტაიმში გაუტანა გასვლაზე მოლდოვას 3 უპასუხო გოლი და საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვა.  მეკარე ლორისმა ნაკრებში 109-ე შეხვედრა ჩაატარა, ზიდანს გაასწრო და ამ მაჩვენებლით "სამფეროვნების" გუნდში მე-4 ადგილზეა.


A ჯგუფი
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - მონტენეგრო 1:1
გოლები: 0:1 მუგოსა (50), 1:1 ნედელევი (82, პენ)

ლონდონი. "უემბლი". 82 575 მაყურებელი
ინგლისი - ჩეხეთი 5:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (24), 2:0 კეინი (45, პენ), 3:0 სტერლინგი (62), 4:0 სტერლინგი (69), 5:0 კალასი (84, საკ. კარში)

B ჯგუფი
ლუქსემბურგი. "ჯოსი ბარტელი"
ლუქსემბურგი - ლიეტუვა 2:1
გოლები: 0:1 გენრიჰი (14), 1:1 ბარეირო (45), 2:1 როდრიგესი (55)

ლისაბონი. "და ლუში"
პორტუგალია - უკრაინა 0:0

H ჯგუფი
შკოდერი. "ლორო ბორიცი"
ალბანეთი - თურქეთი 0:2
გოლები: 0:1 ილმაზი (21), 0:2 ჩალჰანოღლუ (55)

ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - ისლანდია 0:2
გოლები: 0:1 ბიარნასონი (21), 0:2 კიარტანსონი (80)

კიშინიოვი. "ზიმბრუ". 10 000 მაყურებელი
მოლდოვა - საფრანგეთი 1:4
გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 0:2 ვარანი (27), 0:3 ჟირუ (36), 0:4 მბაპე (87), 1:4 ამბროსი (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგეც თქვენი რონალდო ევროპა რონალდომ კი არ მოიგო მწვრთნელმა მოიგო იღბალის და საზიზღარი თამაშის წყალობით...
აკაკი
05:00 23-03-2019
10
მესი ფანი არ ვარ ცდები.მე მბაპეს ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს ორივეს აჯობებს..რა მოგო ყველა თამაშს ვუყურე ეს მოიგო მწვრთნელმა დცვითი ფეხბურთით დაცვაში რომ იყვნენ 11ფეხბურთელი ცალკარა რომ იყო ფინალში და 82 წუტზე რომ დაარტყეს კარში პირველად ეს იყო იღბალი ბოლო წუთებზე ცარიელ კარში ძელი ხომ არ დაგავიწყდა და რონალდომ მოიგო კარგით რა 2006 რა გააკეთა ზიდანმა ტირილით რომ გაუშვა სახლში ან 2004 საბერძნეთთან ორჯერ აჩხავლეს უდედო კნუტივით::დ
აკაკი
13:09 23-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული