ვირგილ ვან დეიკი: მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც ხელცარიელნი დავრჩით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიასთან დამარცხების (2:3) შემდეგ კომენტარი ჰოლანდიის ნაკრების მცველმა ვირგილ ვან დეიკმა გააკეთა.

"ვიცოდით, რომ გერმანია გუნდურად სწრაფად მოქმედებს, მაგრამ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. ორგანიზაცია გაცილებით უკეთესი, გაცილებით უკეთესი უნდა გვქონოდა.

მეორე ტაიმში ანგარიში გავათანაბრეთ და თუნდაც ქულის აღების იმედი გვქონდა. ვერ ავიღეთ. ეს რა თქმა უნდა, ცუდია.

მეორე ტაიმში კარგად ვიასპარეზეთ და მაინც ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ხელცარიელნი დავრჩით".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემდა გასაკვირად ჰოლანდიელები იმის ნაცვლად, რომ თამაში შეტევებით დაეწყოთ, დაბნეულები მოქმედებდნენ და მარტო მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ. ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ გერმანიამ ფაქტია, ბოლო წუთზე მოიგო
:))))
14:06 25-03-2019
0

სიახლეები პოპულარული