ფიბამ საქართველო ევრობასკეტის მასპინძლობის კანდიდატთა შორის დაასახელა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი 7-მა ქვეყანამ გააკეთა. მათგან ერთ-ერთი საქართველოა, რაც ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ 5 დღის წინ, ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განცხადებიდან შეიტყო.

დღეს კი ფიბა-ევროპის ოფიციალური განცხადებიდან იმ დანარჩენი 6 გუნდის ვინაობაც გაცხადდა, რომლებმაც კონტინენტის პირველობის სამასპინძლოდ განაცხადი შეიტანეს.

ესენი არიან: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, სლოვენია და რა თქმა უნდა, საქართველო. ამ 7 ქვეყნიდან ფიბა-ევროპის ბორდი მიმდინარე წლის ივლისში იმ 4-ს შეარჩევს, რომლებიც 2021 წლის შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფებს უმასპინძლებენ. მანამდე
კი ფიბა-ევროპა შეისწავლის თითოეული კანდიდატის საკალათბურთო პოტენციალს და გადაწყვეტილების მიღების წინ ნათელ სურათს წარუდგენს ბორდის წევრებს.

კონტინენტის ჩემპიონატის ზიარად მასპინძლობა უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა ევროპაში. 2015 და 2017 წლების ევროპირველობას 4-4-მა ქვეყანამ უმასპინძლა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის წინასარი სურვილი გასულ იანვარში 13-მა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილება და განაცხადის ოფიციალურად წარდგენა 7-მა მათგანმა შეძლო.

ემილ ნოვაკი, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი: “ეროვნული ფედერაციების მხრიდან ასეთი აქტივობა მოწმობს იმას, რომ ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენ გვჯერა, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ჩვენ შევარჩევთ 4 იდეალურ მასპინძელს, როგორც ეს გავაკეთეთ გასული 2 ევრობასკეტის შემთხვევაში”.

თუკი ფიბა-ევროპის ბორდი საქართველოს თანამასპინძლად შეარჩევს, თბილისში 2021 წლის შემოდგომაზე ევრობასკეტის 5 მონაწილე შეიკრიბება, რომლებსაც საქართველო დაემატება და ჩატარდება ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები. ჯგუფის 6 მონაწილედან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა. პლეი ოფის თამაშები 4 მასპინელი ქვეყნიდან ერთ-ერთში გაიმართება.

ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზა არა, ნიკოლოზ დერიუგინი დააბრუნონ, დარწმუნებული ვარ, უკეთესად ითამაშებს. რაღა დროს ზაზაა, ტიპი ბოლო 3 წელია სათადარიგოთა სკამზე ზის. შარშან ისე გახდა ნბა-ს ჩემპიონი, ფინალურ მატჩებში ერთად 4 წუთი ითამაშა. ახლა მთავარია, კალათბურთის ფედერაციას მთავრობა დაუდგეს გვერდში. წარმატებები
ერიჰააა-რალე-ს
12:09 26-03-2019
3
ზაზას დაბრუნება ნაკლებად რეალურია, სჯობს მოქმედ კონტინგენტს მივაწვეთ და ნაკრების მყარ მომავალზე ვიზრუნოთ. კარგი ახალგაზრდობა მოდის და მათ მხოლოდ დახვეწა სჭირდებათ, რისთვისაც მასპინძლობის უფლების მოპოვება შესანიშნავი იქნება. მხედველობაში მაქვს, რომ წნეხის ქვეშ აღარ მოექცევიან, ევრობასკეტის შესარჩევი თუ აღარ გვექნება სათამაშო. ჰოდა, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო რათა მასპინძლობის უფლება მოვიპოვოთ და თუ გამოვიდა, ეს უდიდესი სტიმული იქნება როგორც ქართული კალათბურთისთვის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის. ფედერაციამ და მთავრობამ საამისოდ ყველაფერი უნდა გააკეთონ!
qomagi
12:02 26-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული