26 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები ჩვენი D ჯგუფის გარდა კიდევ ორ ჯგუფში ჩატარდა.
F ჯგუფში ესპანეთმა მორატას დუბლით ადვილად სძლია გასვლაზე მალტას. ფურია როხას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდი თამაშის წინ ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა და სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.
ნორვეგია საკუთარ მოედანზე 2:0-ს უგებდა შვედეთს, მაგრამ "ტრე კრუნურმა" შემდეგ 3 გოლი გაუტანა და მასპინძლებმა 96-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში.
J ჯგუფში, ასევე 2:0-ს ამარცხებდა სახლში ბოსნია საბერძნეთს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.
იტალიამ კი პარმაში ლიხტენშტეინი
6:0 გაანადგურა.
F ჯგუფი
ტაქალი. "ნასიონალი"
მალტა - ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 მორატა (31), 0:2 მორატა (73)
ოსლო. "ულავაალი"
ნორვეგია - შვედეთი 3:3
გოლები: 1:0 იონსენი (41), 2:0 კინგი (59), 2:1 კლასონი (70), 2:2 ჰორდვეიტი (86, საკ. კარში), 2:3 ქუაისონი (90+1), 3:3 კამარა (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: გრანკვისტი (70, შვედეთი)
კლუჟი. "კონსტანტინ რადულესკუ"
რუმინეთი - ფარერები 4:1
გოლები: 1:1 დეაცი (26), 2:0 კესერუ (29), 3:0 კესერუ (32), 3:1 დავიდსენი (40), 4:1 პუშკაში (63)
J ჯგუფი
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 იანსენი (14), 0:2 სოირი (78)
ზენიცა. "ბელინო პოლიე"
ბოსნია - საბერძნეთი 2:2
გოლები: 1:0 ვისკა (10), 2:0 პიანიჩი (15), 2:1 ფორტუნისი (64, პენ), 2:2 კოლოვოსი (85)
გაძევება: პიანიჩი (65)
პარმა. "ენიო ტარდინი"
იტალია - ლიხტენშტეინი 6:0
გოლები: 1:0 სენსი (17), 2:0 ვერატი (32), 3:0 კვალიარელა (35, პენ), 4:0 კვალიარელა (45+3, პენ), 5:0 კინი (65), 6:0 პავოლეტი (76)
გაძევება: კაუფმანი (45+2, ლიხტენშტეინი)