უეფამ უკრაინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
პორტუგალიისა (0:0) და ლუქსემბურგის (2:1) წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ნახევარმცველის, ჟუნიორ მორაესის მონაწილეობის გამო უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო.

პორტუგალიისა და ლუქსემბურგის მტკიცებით, მორაესს მატჩებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მისი სპორტული მოქალაქეობის შეცვლისას დადგენილი წესი დაირღვა. მოქმედი წესების თანახმად, სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ფეხბურთელმა ახალ ქვეყანაში სულ მცირე, 5 წელი უნდა იცხოვროს.

მოკვლევის გარკვევის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა, თუ უეფა პორტუგალიისა და ლუქსემბურგის მოთხოვნებს ლეგიტიმურად ჩათვლის, უკრაინის ნაკრები 4 ქულას დაკარგავს.

მორაესი უკრაინის ჩემპიონატში 2011
წლიდან თამაშობს, თუმცა 2011 წელს ის ბულგარულ "ცსკაში", 2017 წელს კი ჩინურ "ტიანძინ ქუანძინში" იჯარით თამაშობდა. უკრაინაში მისი უწყვეტი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი მონაკვეთი 4 წელიწადსა და 7 თვეს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჟუნიორ მორაესმა პორტუგალიასთან 0:0 დასრულებულ მატჩში მოედანზე 15 წუთი, ლუქსემბურგთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში კი 90 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში ფეხბურთელის ნატურალიზების წესების დარღვევისთვის ორი ტექნიკური წაგებით ბოლივიის ნაკრები დაისაჯა.

altუკრაინის ნაკრებს, შესაძლოა, შესარჩევის ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალოს

altუტკინი - ჩერჩესოვს: უკრაინა ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ - არა

altEURO 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პორტუგალიამ უკრაინას ვერ მოუგო, ინგლისმა და საფრანგეთმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]

altუკრაინის ნაკრების ბრაზილიელი თავდამსხმელი: ზეპირად ვიცი უკრაინის ჰიმნი

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებათ რუსებს თი გაუნულეს ქულებო:( ომედია ასე არ მოხდება და გავა უკრაინა ევროპაზე.
გოგა
20:26 28-03-2019
0
ვეთანხმები KAXA-ს ინგლისს, გერმანიას, საფრანგეთს, ჰოლანდიას და კიდევ უამრავს ყავს ნატურალიზებული ფეხბურთელები. როცა ასეთი დონის ნაკრებები უცხოელებს იმატებენ, ჩვენ რა მაგათზე მაგარი ნაკრები გვყავს თუ რა, ფედერაცია რატომ არ ფიქრობს?
F.F.
17:49 28-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული