პორტუგალიას და ლუქსემბურგს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - უკრაინისგან დაუმსახურებულ ქულებს ვერ მიიღებენ

AutoSharing Option
პორტუგალიასთან და ლუქსემბურგთან ევროშესარჩევის მატჩებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში "შახტარის" ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მორაესმა ითამაშა და არსებობდა საშიშროება, რომ სლავთა გუნდისთვის ამ მატჩებში წაგება ჩაეთვალათ.

უკრაინამ პორტუგალიასთან ფრეს (0:0) მიაღწია, ხოლო ლუქსემბურგი დაამარცხა (2:1) და მათ უეფაში იჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მორაესს უკრაინის მოქალაქეობა წესების დარღვევით მისცეს.

უეფას საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თუმცა, ლუქსემბურგი დანებებას არ აპირებს და აპელაციას შეიტანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული