ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ჰოლანდიის რევანში გერმანიაზე [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს, ევროშესარჩევის მეხუთე ტურის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფი
ცენტრალური, რა თქმა უნდა, გერმანია-ჰოლანდია იყო, ნიდერლანდელებმა პრინციპული მეტოქე სტუმრად 4:2 დაამარცხეს და პირველ წრეში დასანანი წაგებისთვის რევანში აიღეს. პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ გუნდში ფ. დე იონგმა, აგრეთვე 20 წლის დებიუტანტმა მალენმა (პსვ).


ჰამბურგი. "ვოლკსპარკშტადიონი"
გერმანია - ჰოლანდია 2:4
გოლები: 1:0 გნაბრი (9), 1:1 დე იონგი (59), 1:2 ტა (66, საკ. კარში), 2:2 კროოსი (73, პენ), 2:3 მალენი (79), 2:4 ვეინალდუმი (90+1)

ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ბელარუსი 1:2
გოლები: 0:1 ნაუმოვი (48), 1:1 სორგა (54), სკავიში (90+2)

E ჯგუფი
ხორვატიამ გასვლაზე 4:0 გაანადგურა სლოვაკეთი, ხოლო აზერბაიჯანი პირველი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კარდიფში 84-ე წუთზე ბეილისგან გოლი გაუშვა და 1:2 წააგო.

ტრნავა. "სიტი არენა"
სლოვაკეთი - ხორვატია  0:4
გოლები: 0:1 ვლასიჩი (45), 0:2 პერიშიჩი (46), 0:3 პეტკოვიჩი (72), 0:4 ლოვრენი (89)


კარდიფი. "სიტი"
უელსი - აზერბაიჯანი 2:1
გოლები: 1:0 პაშაევი (26, საკ. კარში), 1:1 ემრელი (58), 2:1 ბეილი (84)

G ჯგუფი
ავსტრიამ უპრობლემოდ სძლია ლატვიას 6:0, სლოვენიამ კი საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო ლიდერ პოლონეთს.

ზალცბურგი. "რედ ბული"
ავსტრია - ლატვია 6:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (7), 2:0 საბიტცერი (13), 3:0 არნაუტოვიჩი (53, პენ), 4:0 შტეინბორსი (76, საკ.კარში), 5:0 ლაიმერი (80), 6:0 გრეგორიჩი (84)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - პოლონეთი 2:0
გოლები: 1:0 სტრუნა (35), 2:0 შპორარი (65)


I ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო, ბელგია ადვილად გაუსწორდა სან მარინოს 4:0, რუსეთმა კი სტუმრად შოტლანდიას 2:1 მოუგო. ბელგია უდანაკარგოდ მიიწევს წინ - ხუთივე შეხვედრაში იმარჯვა, მას რუსეთი 3 ქულით ჩამორჩება.

ნიკოზია. "Neo GSP"
კვიპროსი - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 შეტკინი (2), 1:1 სოტერიუ (39)

სერავალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ბატშუაი (43, პენ), 0:2 მერტენსი (57), 0:3 ჩადლი (63), 0:4 ბატშუაი (90+2, პენ)

გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - რუსეთი 1:2
გოლები: 1:0 მაკგინი (10), 1:1 ძიუბა (40), 1:2 ო'დონელი (59, საკ. კარში)


მკითხველის კომენტარები / 5 /
კოსოვომ მოუგო ჩეხეთს. მემგონი კიდე უფრო იზრდება ჩვენი შანსები თუ კოსოვო პირდაპირ გავიდა.
რუსლანი
19:45 07-09-2019
0
ცხრილები დაწერეთ რა, ცხრილების გარეშე რა წესია.
jiji
09:37 07-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული