ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ევროშესარჩევის C ჯგუფში, ტალინში, 2:1 დაამარცხა ესტონეთი.
ბელარუსებს წინა ოთხი მატჩი წაგებული ჰქონდათ, თითქოს ეს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა "ბატეს" თავდამსხმელმა სკავიშმა კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბელარუსი ხუთგუნდიან ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 სექტემბერს სტუმრად უელსს დაუპირისპირდება.
ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ბელარუსი 1:2
გოლები: 0:1 ნაუმოვი (48), 1:1 სორგა (54), სკავიში (90+2)