ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ჰოლანდიის რევანში გერმანიაზე [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს, ევროშესარჩევის მეხუთე ტურის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფი
ცენტრალური, რა თქმა უნდა, გერმანია-ჰოლანდია იყო, ნიდერლანდელებმა პრინციპული მეტოქე სტუმრად 4:2 დაამარცხეს და პირველ წრეში დასანანი წაგებისთვის რევანში აიღეს. პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ გუნდში ფ. დე იონგმა, აგრეთვე 20 წლის დებიუტანტმა მალენმა (პსვ).


ჰამბურგი. "ვოლკსპარკშტადიონი"
გერმანია - ჰოლანდია 2:4
გოლები: 1:0 გნაბრი (9), 1:1 დე იონგი (59), 1:2 ტა (66, საკ. კარში), 2:2 კროოსი (73, პენ), 2:3 მალენი (79), 2:4 ვეინალდუმი (90+1)

ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ბელარუსი 1:2
გოლები: 0:1 ნაუმოვი (48), 1:1 სორგა (54), სკავიში (90+2)

E ჯგუფი
ხორვატიამ გასვლაზე 4:0 გაანადგურა სლოვაკეთი, ხოლო აზერბაიჯანი პირველი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კარდიფში 84-ე წუთზე ბეილისგან გოლი გაუშვა და 1:2 წააგო.

ტრნავა. "სიტი არენა"
სლოვაკეთი - ხორვატია  0:4
გოლები: 0:1 ვლასიჩი (45), 0:2 პერიშიჩი (46), 0:3 პეტკოვიჩი (72), 0:4 ლოვრენი (89)


კარდიფი. "სიტი"
უელსი - აზერბაიჯანი 2:1
გოლები: 1:0 პაშაევი (26, საკ. კარში), 1:1 ემრელი (58), 2:1 ბეილი (84)

G ჯგუფი
ავსტრიამ უპრობლემოდ სძლია ლატვიას 6:0, სლოვენიამ კი საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო ლიდერ პოლონეთს.

ზალცბურგი. "რედ ბული"
ავსტრია - ლატვია 6:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (7), 2:0 საბიტცერი (13), 3:0 არნაუტოვიჩი (53, პენ), 4:0 შტეინბორსი (76, საკ.კარში), 5:0 ლაიმერი (80), 6:0 გრეგორიჩი (84)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - პოლონეთი 2:0
გოლები: 1:0 სტრუნა (35), 2:0 შპორარი (65)


I ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო, ბელგია ადვილად გაუსწორდა სან მარინოს 4:0, რუსეთმა კი სტუმრად შოტლანდიას 2:1 მოუგო. ბელგია უდანაკარგოდ მიიწევს წინ - ხუთივე შეხვედრაში იმარჯვა, მას რუსეთი 3 ქულით ჩამორჩება.

ნიკოზია. "Neo GSP"
კვიპროსი - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 შეტკინი (2), 1:1 სოტერიუ (39)

სერავალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ბატშუაი (43, პენ), 0:2 მერტენსი (57), 0:3 ჩადლი (63), 0:4 ბატშუაი (90+2, პენ)

გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - რუსეთი 1:2
გოლები: 1:0 მაკგინი (10), 1:1 ძიუბა (40), 1:2 ო'დონელი (59, საკ. კარში)


მკითხველის კომენტარები / 5 /
ცხრილები დაწერეთ რა, ცხრილების გარეშე რა წესია.
jiji
09:37 07-09-2019
0
ტაას რომ დაეყრდნობა და ჰუმელსს ნაკრებიდან მოკვეთს, ის შეიძლება მსოფლიოს 4გზის ჩემპიონს ედგას სათავეში? ეს რა სტალინიზმი სჭირთ ამ გერმანელებს? მაინცდამაინც შესარჩევიდან ვერ უნდა გავიდნენ, რომ გონს მოეგონ? ზოგადად გერმანულ ფეხბურთს კრიზისის პერიოდი უდგას და არა მგონია ლიოვის 90 წლამდე ნაკრების მწვრთნელობა იყოს გამოსავალი.
????
02:22 07-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული