ინგლისმა ბულგარეთი გაანადგურა - ჰარი კეინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 სექტემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის A ჯგუფში ინგლისი უპრობლემოდ გაუსწორდა ბულგარეთს (4:0).

ჰეთ-თრიკი კეინმა შეასრულა, რომელმაც 2 გოლი პენალტით გაიტანა. ჰარის ანგარიშზე 8 რეალიზებული თერთმეტმეტრიანია და "სამ ლომში" მასზე მეტი პენალტი მხოლოდ ლამპარდმა გაიტანა (9). კეინმა ზედიზედ მესამე საკვლიფიკაციო შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი და 40 თამაშში 25 გოლი მიითვალა - ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლინეკერს ჩამოუვარდება, რომელმაც პირველ 40 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

ინგლისმა მესამე მატჩშიც იმარჯვა და 10 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებს.

ლონდონი. "უემბლი". 82 605 მაყურებელი
ინგლისი - ბულგარეთი 4:0
გოლები: 1:0
კეინი (24), 2:0 კეინი (49, პენ), 3:0 სტერლინგი (55), 4:0 კეინი (73, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული