ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ესპანელთა და იტალიელთა გამარჯვება, სომეხთა შანსი, ბერძენთა სირცხვილი [VIDEO]

AutoSharing Option
8 სექტემბერს ევროშესარჩევის მატჩები, D ჯგუფის გარდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, კიდევ ორ ჯგუფში ჩატარდა.

F ჯგუფი

ესპანეთმა სახლში უპრობლემოდ სძლია ფარერებს - 4:0 და 6-დან 6 მოგებით, ფაქტობრივად, გაინაღდა ევროპირველობის საგზური - 3 ქულაღა აკლია. როდრიგომ ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა. სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 167-ე შეხვედრა გამართა და კასილიასს გაუთანაბრდა.

ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის შვედეთი, რუმინეთი და ნორვეგია იბრძოლებენ.

ხიხონი. "მუნისიპალ ელ მოლინონი". 23 644 მაყურებელი
ესპანეთი - ფარერები 4:0
გოლები: 1:0 როდრიგო (13), 2:0 როდრიგო (50), 3:0 ალკასერი
(89), 4:0 ალკასერი (90+2)



პლოეშტი. "ილიე ოანა"
რუმინეთი - მალტა 1:0
გოლი: პუშკაში (47)

სოლნა. "ფრენდს არენა"
შვედეთი - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 იოჰანსენი (45), 1:1 ფორსბერგი (60)

J ჯგუფი

"სკუადრა აძურამ" ძლივს მოუგო სტუმრად ფინეთს. მატჩი, ალბათ, ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 79-ე წუთზე პელეგრინის დარტყმული ბურთი ხელზე ვიასიანენს მოხვდა, ჟორჟინიომ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), მანჩინის გუნდმა მიმდინარე ტურნირზე მეექვსე შეხვედრაშიც იმარჯვა და მიზნის მისაღწევად ერთი მოგებაღა სჭირდება.

იტალია ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 წლისა და 36 დღის განმავლობაში დაუმარცხებელია.

ბონუჩიმ ეროვნულ გუნდში 91-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით იტალიელთა ტოპ 10-ეულში შევიდა - პირველ ადგილზე ბუფონია (176).

"სუომის" თავდამსხმელმა პუკიმ (ნორვიჩი) ბოლო 9 სანაკრებო მატჩში 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ტამპერე. "რატინანი"
ფინეთი - იტალია 1:2
გოლები: 0:1 იმობილე (59), 1:1 პუკი (72, პენ), 1:2 ჟორჟინიო (79, პენ)


სომხეთმა სახლში სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ბოსნიასთან (4:2) და სტუმართა გუნდის მწვრთნელი პროსინეჩკი გადადგა. სომხეთის ნაკრები მეორეადგილოსან ფინეთს 3 ქულით ჩამორჩება და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

მხითარიანმა ბოლოს დუბლი 2018 წლის 16 დეკემბერს "არსენალის" რიგებში "საუთჰემპტონთან" (2:3) შეასრულა.

ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - ბოსნია 4:2
გოლები: 1:0 მხითარიანი (3), 1:1 ჯეკო (13), 2:1 მხითარიანი (66), 2:2 გოიაკი (70), 3:2 ამბარცუმიანი (77), ლონჩარი (90+5, საკ. კარში)

საბერძნეთმა კი ენით აღუწერელი სირცხვილი ჭამა ათენში - ლიხტენშტაინს ვერ მოუგო - 1:1, 5 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩება.


ათენი. "ოლიმპიური"
საბერძნეთი - ლიხტენშტაინი 1:1
გოლები: 1:0 მასურასი (33), 1:1 სალაჰოვიჩი (85)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული